1. ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ სამაგისტრო საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შემსვლელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ სპეციალურ მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრულია დაწესებულების ხელმძღვანელის შიდასამართლებრივი აქტით და გამოქვეყნებულია მისაღები გამოცდების პროგრამებთან ერთად.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულში – სასულიერო აკადემიაში – სწავლის უფლება აქვთ მხოლოდ მამაკაცებ