1. მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების მიზნით მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ფაკულტეტზე რექტორის აქტით იქმნება მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: ფაკულტეტის დეკანი, საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არანაკლებ 3(სამი) წარმომადგენელი;

2. ფაკულტეტის დეკანი მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას წერილობით წარუდგენს მოცემული სპეციალობის იმ სტუდენტების სიას, რომელთაც სამაგისტრო საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნათა შესრულებისა და კრედიტების საჭირო რაოდენობის დაგროვების საფუძველზე მოიპოვეს სამაგისტრო ნაშრომის საჯაროდ დაცვის უფლება;

3. სამაგისტრო ნაშრომის სათანადო წესით შესრულების ინსტრუქციას გამოსცემს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

4. სამაგისტრო ნაშრომის საჯაროდ დაცვისა და შეფასების შემდეგ, კრედიტების საჭირო რაოდენობის (არანაკლებ 120 კრედიტისა) დაგროვების საფუძველზე, მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას გამოაქვს გადაწყვეტილება თითოეული სტუდენტისთვის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭება/არმინიჭების შესახებ;

5. მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რის საფუძველზეც, ფაკულტეტის დეკანის წარდგინებთ, რექტორი გამოსცემს შესაბამის აქტს და გასცემს დიპლომ