1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხდება შიდა გამოცდების შედეგების საფუძველზე.

2. მაგისტრანტობის კანდიდატთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვა ფორმდება დაწესებულებასა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის დადებული ხელშეკრულებითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთიანი აქტით.

4. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთიანი აქტი, რომელიც ყოველი წლის 5 ოქტომბრამდე უნდა გაიგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. რექტორის ერთიან აქტში მითითებული უნდა იყოს მაგისტრანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც მაგისტრანტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ყოველი წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარადგინოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისი ინფორმაცია ჩარიცხული პირების შესახებ, ელექტრონული ფორმით;

ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთიანი აქტის გამოცემის შემდეგ პირი ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – მაგისტრანტი.

დანართი 2

მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური თანამდებობების დაკავების წე