1. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისა და ასისტენტებისგან, რომლებიც აკმაყოფილებენ სასწავლებლის ხელმძღვანელის მიერ დადგენილ მოთხოვნებს;

2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნებიან: პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი;

3. პროფესორის თანამდებობის დაკავება შეუძლია დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

4. ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დაკავება შეუძლია დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დაკავება შეუძლია დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს და/ან დოქტორანტს;

6. ასისტენტის თანამდებობის დაკავება შეუძლია დოქტორანტს;

7. გარდა ამ მუხლის მე-3 – მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, აკადემიური თანამდებობის დაკავებისთვის შესაძლებელია მხედველობაში იქნეს მიღებული პრეტენდენტის სამეცნიერო აქტიურობა (პუბლიკაციები, სამეცნიერო გრანტები და სტიპენდიები, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა და სხვ.) ან/და პროფესიული განვითარების დონე (პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა და სხვ.);

8. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეიძლება განისაზღვროს პროფესიული ნიშნით მაღალი კვალიფიციის მქონე პერსონალის მიერ ამ მუხლის 1-ლი – მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისათვის აუცილებელი კომპეტენცი