1. აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და აკადემიურ პერსონალს შორის შრომითი ხელშეკრულების დადების შემდეგ.
2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი პირის მონაცემების ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობას განსაზღვრავს და შრომითი ხელშეკრულების დადებაზე გადაწყვეტილებას იღებს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. აკადემიური თანამდებობების დაკავება შეიძლება განხორციელდეს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, სასწავლებლის კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
დანართი 3
მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების წე