1. ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების მიზნით მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლეს, საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ფაკულტეტზე რექტორის აქტით იქმნება ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: ფაკულტეტის დეკანი, საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არანაკლებ 3(სამი) წარმომადგენელი;

2. ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამის ვადის დასრულების, კრედიტების საჭირო რაოდენობის (არანაკლებ 240 კრედიტი) დაგროვებისა და ფაკულტეტის მიერ დადგენილი სხვა დამატებითი პირობების შესრულების შემდეგ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას გამოაქვს გადაწყვეტილება სტუდენტისთვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭება/არმინიჭების შესახებ;

3. ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რის საფუძველზეც, ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით, რექტორი გამოსცემს შესაბამის აქტს და გასცემს დიპლომ