1. ბაკალავრიატის წარმომადგენლობითი ორგანოა ბაკალავრიატის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ბაკალავრიატის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და ბაკალავრიატის მიმართულების უფროსები.

2. მაგისტრატურის წარმომადგენლობითი ორგანოა მაგისტრატურის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის მაგისტრატურის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი.

3. ბაკალავრიატის საბჭო:

ა) შეიმუშავებს და აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსს წარუდგენს ბაკალავრიატის ბიუჯეტს;

ბ) ბაკალავრიატის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს ბაკალავრიატის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) ბაკალავრიატის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს ბაკალავრიატის სტრუქტურას და წარუდგენს მეთაურს;

დ) ბაკალავრიატის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს ბაკალავრიატის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

ე) ახორციელებს ამ წესდებით, აკადემიური საბჭოს მიერ დელეგირებულ და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

4. მაგისტრატურის საბჭო:

ა) შეიმუშავებს და აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსს წარუდგენს მაგისტრატურის ბიუჯეტს;

ბ) მაგისტრატურის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს მაგისტრატურის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) მაგისტრატურის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს მაგისტრატურის სტრუქტურას და წარუდგენს აკადემიის მეთაურს;

დ) მაგისტრატურის ხელმძღვანელის წარდგინებით შეიმუშავებს მაგისტრატურის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

ე) ახორციელებს ამ წესდებით, აკადემიური საბჭოს მიერ დელეგირებულ და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

5. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭო უფლებამოსილია, თუ ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭოს სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი მაინც.

6. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

7. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საბჭოს ოქმითა და გადაწყვეტილები