1. აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსი ხელმძღვანელობს აკადემიის შტაბში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს და პასუხისმგებელია მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, მათ შორის აკადემიის ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების სტრატეგიასა და აკადემიის საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

2. აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსი:

ა) ამზადებს აკადემიის მომდევნო წლის ბიუჯეტისა და აკადემიის ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის პროექტებს და წარუდგენს აკადემიის მეთაურს სამინისტროში დასამტკიცებლად წარსადგენად;

ბ) შეიმუშავებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის მეთაურს;

გ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

დ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ე) პასუხისმგებელია აკადემიის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;

ვ) პასუხისმგებელია აკადემიის შესყიდვების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაზე;

ზ) ასრულებს ამ წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს;

თ) უფლებამოსილია აკადემიის სახელით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად, აკადემიის მეთაურთან შეთანხმებით, დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებებ