1. აკადემიის მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები არიან:

ა) აკადემიური საბჭო;

ბ) აკადემიის მეთაური;

გ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

2. აკადემიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისა და საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები:

ა) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები:

ა.ა) ბაკალავრიატის ხელმძღვანელი;

ა.ბ) ბაკალავრიატის საბჭო;

ა.გ) მაგისტრატურის ხელმძღვანელი;

ა.დ) მაგისტრატურის საბჭო;

ბ) საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოები/მმართველი სუბიექტები:

ბ.ა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური;

ბ.ბ) უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსი;

ბ.გ) სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის უფროსი;

ბ.დ) სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების უფროსი;

ბ.ე) დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი.

3. აკადემიის არჩევითი მართვის ორგანოების არჩევნებს, აკადემიური საბჭოს მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ატარებს აკადემიის საარჩევნო კომისია, რომლის შექმნის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიე