1. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, აკადემიური საბჭო:

ა) განიხილავს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებს და წარუდგენს აკადემიის მეთაურს;

ბ) ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/იუნკერთა სასწავლო ბატალიონის/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების/დისტანციური სწავლების ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს, ხოლო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ან/და სარედაქციო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო-კვლევით პროექტებს;

გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;

დ) ამტკიცებს აკადემიის შინაგანაწესს, აკადემიის ეთიკის კოდექსსა და აკადემიის სამოქალაქო პერსონალის დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;

ე) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა, ასევე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულ სპეციალისტთა სამსახურში მიღების წესებს;

ვ) ირჩევს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;

ზ) ამტკიცებს აკადემიის არჩევითი მართვის ორგანოების არჩევის წესს;

თ) განიხილავს წესდების პროექტს;

ი) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

კ) სასწავლო წლის დასაწყისში, ბაკალავრიატის საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაგისტრატურის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში ამტკიცებს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის, ხოლო კოეფიციენტის არმინიჭების შემთხვევაში მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში იყენებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებს;

მ) ამტკიცებს კრედიტების აღიარების წესს;

ნ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს სამინისტროს;

ო) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;

პ) განიხილავს სტიპენდიების კრიტერიუმებსა და მოცულობას და წარუდგენს აკადემიის მეთაურს;

ჟ) ბაკალავრიატის წარდგინებით ამტკიცებს იუნკერთა საბაკალავრო ნაშრომის მომზადების, წარდგენის და დაცვის ინსტრუქციას, ასევე მაგისტრატურის წარდგინებით სამაგისტრო ნაშრომის მომზადების, წარდგენის და დაცვის ინსტრუქციას;

რ) ამტკიცებს იუნკერთა/მსმენელთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, პროექტებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს;

ს) ამტკიცებს აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსის ყოველწლიურ ანგარიშს;

ტ) ამტკიცებს ადმინისტრაციული ფუნქციონირებისათვის აუცილებელ მარეგულირებელ, კონცეპტუალურ და პოლიტიკის დოკუმენტებს და იღებს გადაწყვეტილებებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, ასევე ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ზ“, „ი“, „მ“, „ნ“, „პ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე პროექტებს შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს განსახილველად/დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიური საბჭოს დადგენილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფ