1. აკადემიის მეთაური არის აკადემიის უმაღლესი თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს აკადემიას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, აკადემიის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს ასევე მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსი.

2. აკადემიის მეთაურს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. აკადემიის მეთაური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.

4. აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და საკონკურსო კომისიის ოქმის შესაბამისად, აკადემიის მეთაური გამოსცემს ბრძანებებს საკონკურსო კომისიის მიერ არჩეული აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დებს ან წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს.

5. აკადემიის მეთაური შესაბამისი ბრძანებით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს ადმინისტრაციულ, აკადემიურ და დამხმარე პერსონალს, გარდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებისა.

6. აკადემიის მეთაური ახორციელებს აკადემიის მოსამსახურეების (სამხედრო მოსამსახურე, პერსონალი, იუნკერი, მსმენელი) ქვეყნის შიგნით მივლინებას და მოსამსახურეების (გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებას. მეთაური, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნის მიზნით, სამხედრო მოსამსახურის კანდიდატურას წარუდგენს მინისტრს.

7. აკადემიის მეთაური ახორციელებს აკადემიის მოსამსახურეების (სამხედრო მოსამსახურე, პერსონალი, იუნკერი, მსმენელი) შვებულებაში გაშვებას.

8. აკადემიის მეთაური სამინისტროსთან შეთანხმებით უფლებამოსილია განახორციელოს აკადემიის სამოქალაქო პერსონალისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემა, აკადემიისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

9. აკადემიის მეთაური სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს.

10. აკადემიის მეთაური სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს აკადემიის არჩევითი მართვის ორგანოების არჩევის წესს.

11. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე, პროექტს შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგენს აკადემიის მეთაურის ბრძანებით შექმნილი (მათ შორის აკადემიის აკადემიური საბჭოს წევრებით დაკომპლექტებული) სამუშაო ჯგუფი.

12. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ პირთან გასაფორმებელ კონტრაქტს ამტკიცებს აკადემიის მეთაური.

13. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელ კონტრაქტს მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს აკადემიის მეთაური.

14. აკადემიის მეთაური მართავს აკადემიის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებ