1. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა აკადემიის მეთაურის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მიერ.
2. აკადემიური საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს აკადემიის მეთაური.
3. აკადემიური საბჭოს წევრებს წინასწარ უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების დროის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ. დღის წესრიგი განთავსდება აკადემიის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
4. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
5. აკადემიური საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. აკადემიური საბჭოს ყველა სხდომაზე წარმოებს სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) მართვის ორგანოს დასახელება;
ბ) სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი;
გ) დამსწრეთა ვინაობა;
დ) განხილვის საგანი;
ე) სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები;
ვ) სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები.
7. აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
8. აკადემიური საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – აკადემიის მეთაურ