1. აკადემიის მეთაური აკადემიის მართვას ახორციელებს პირველი მოადგილის, მოადგილისა და აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსის მეშვეობით.
2. აკადემიის მეთაურის დროებით არყოფნის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს აკადემიის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი.
3. აკადემიის მეთაურის პირველ მოადგილეს, მოადგილესა და აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. აკადემიის მეთაურის პირველ მოადგილედ და აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსად შეიძლება დანიშნულ იქნენ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირები, ხოლო მოადგილედ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
5. აკადემიის მეთაურის მოადგილეები და აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსი ანგარიშვალდებულნი არიან აკადემიის მეთაურის წინაშე.
6. აკადემიის მეთაურის მოადგილეებზე და აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსის უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება აკადემიის მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. აკადემიის მეთაურის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს აკადემიის მეთაურის პირველი მოადგილე, ან მოადგილე ან აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსი, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში აკადემიის სამხედრო მოსამსახურ