1. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/ დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც აკადემიის მეთაურის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების უფროსი არის სამოქალაქო პირი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიის მეთაური.
3. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების/დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;
ბ) აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
ე) შეიმუშავებს და აკადემიის მეთაურის მოადგილე-შტაბის უფროსს წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტის პროექტს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილება