1. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი წარმოადგენს აკადემიის საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან:

ა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის შტაბი;

ბ) იუნკერთა I კურსი;

გ) იუნკერთა II კურსი;

დ) იუნკერთა III კურსი;

ე) იუნკერთა IV კურსი.

2. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება იუნკერთა სასწავლო ბატალიონის დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური.

3. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი უზრუნველყოფს:

ა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირადი შემადგენლობისა და იუნკერთა მართვას;

ბ) იუნკერთა სამხედრო მომზადების, წვრთნებისა და სწავლებების დაგეგმვას, ჩატარებასა და მონიტორინგს;

გ) იუნკერთა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის კონტროლს;

დ) იუნკერთათვის სამხედრო საქმის სწავლა-სწავლების ხარისხის ინტენსიურ ზრდას;

ე) იუნკერთა პიროვნული და ზნეობრივი დონის ამაღლებას;

ვ) სამხედრო სწავლების განხორციელებას;

ზ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირადი შემადგენლობისა და იუნკერთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს;

თ) აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვასა და ორგანიზებას.

4. აკადემიის მეთაურის წარდგინებით მინისტრი ნორმატიული აქტით ამტკიცებს:

ა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის დროშას და ემბლემას;

ბ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის კურსების დროშებს, ალმებს და ემბლემებს.

5. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური ანგარიშვალდებულია აკადემიის მეთაურისა და აკადემიის მეთაურის პირველი მოადგილის წინაშ