1. აკადემიის ბიბლიოთეკა არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული.

2. ბიბლიოთეკის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აკადემიის მეთაური.

3. აკადემიის ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს:

ა) აკადემიის იუნკერების, მსმენელებუისა და პერსონალის საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლა-ანალიზს, ამ მოთხოვნების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებას;

ბ) აკადემიის ზოგადი და სპეციალიზებული საინფორმაციო რესურსებისა და მომსახურების განვითარება-განახლების პროგრამების/პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას;

გ) სასწავლო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო პროცესს საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (წიგნები, ჟურნალები, გაზეთები, პატენტები, საავტორო მოწმობები, ტექნიკური კატალოგები, გამოგონებათა აღწერილობები, აუდიო-ვიზუალური და ინფორმაციის სხვა საშუალებები);

დ) თანამშრომლობის და ურთიერთმხარდაჭერის ოპტიმალური გარემოს შექმნას, ინფორმაციის აქტიური გაცვლისა და სამუშაო პროცესების მიზანდასახული ოპტიმიზაციის გზით, თანამშრომელთა ტრენინგებით;

ე) საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის დაცვის საჭირო პირობების შექმნას;

ვ) აკადემიის სასწავლო, საინფორმაციო და სამეცნიერო მოთხოვნილებების საბიბლიოთეკო დოკუმენტებით მომარაგებით შესწავლას, ანალიზსა და მის საფუძველზე მუშაობის ორგანიზებას;

ზ) წიგნადი ფონდის პერიოდულ შესწავლას, შემოწმებას, მეორადი შერჩევის გზით გაწმენდას მოქმედი ინსტრუქციის შესაბამისად;

თ) გაცვლითი ფონდის შექმნას და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უწყების ბიბლიოთეკების მიერ, მისი გამოყენებისათვის საჭირო პირობების შექმნას.

4.  ბიბლიოთეკის უფროსი ანგარიშვალებულია აკადემიის მეთაურის მოადგილისა და აკადემიის მეთაურის წინაშ