1. შიდა აუდიტის სამსახური არის აკადემიის სტრუქტურული ერთეული.

2. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან  ათავისუფლებს აკადემიის მეთაური.

3. შიდა აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) აკადემიის სისტემის ფუნქციონირებას და მართვის პროცედურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ამაღლების ხელშეწყობას;

ბ) აკადემიის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასებას;

გ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას;

დ) აკადემიის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასებას;

ე) აკადემიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის შეფასებას;

ვ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასებას;

ზ) აკადემიის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის დაცულობის შეფასებას;

თ) განხორციელებული საქმიანობის შედეგად რეკომენდაციების გაცემას და გაცემული რეკომენდაციების და წინადადებების რეალიზაციის მონიტორინგს;

ი) სხვა საქმიანობას, რომელიც გამომდინარეობს აკადემიის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის პრინციპებს.

4. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიის მეთაურის წინაშ