1. დისტანციური სწავლების ცენტრი არის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეული.

2.  დისტანციური სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს:

ა) დისტანციური სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კურსების საგანმანათლებლო პროცესის დისტანციურად განხორციელების დაგეგმვას, ორგანიზებას, სასწავლო პროცესის მხარდაჭერასა და კონტროლს;

ბ) ცენტრის განვითარების ხელშეწყობას;

გ) ინოვაციური და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი დისტანციური კურსების მხარდაჭერას, განახლებასა და დახვეწას;

დ) დისტანციური სწავლების პროცესის მონიტორინგის;

ე) სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად და სასწავლო კურსებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, საინფორმაციო უზრუნველყოფისათვის აუცილებელი მასალების, გზამკვლევებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;

ვ) დისტანციური სწავლების პოპულარიზაციას, როგორც აკადემიაში, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალებში;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში.

3. დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიის მეთაურისა და აკადემიის მეთაურის მოადგილის წინაშე.

4. დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსს აკადემიის მეთაურის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრ