1. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა არის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეული.
2. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა უზრუნველყოფს:
ა) სამხედრო პროფესიული განათლების განხორციელებას;
ბ) აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვასა და ორგანიზებას;
გ) სწავლების/სწავლის ხარისხის ზრდას და საქართველოს თავდაცვის ძალების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას;
დ) მსმენელთა პროფესიული, ინტელექტუალური, პიროვნული, და ზნეობრივი დონის ამაღლების ხელშეწყობას;
ე) აკადემიის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესის განვითარების ხელშეწყობას;
ვ) პირადი შემადგენლობის და დამხმარე პერსონალის პროფესიული დონის ამაღლებას;
ზ) სამხედრო განათლების მაღალ ხარისხს;
თ) აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვასა და ორგანიზებას, კომპეტენციის ფარგლებში;
ი) სასწავლო პროგრამების, სასწავლო გეგმების მომზადებას და წარდგენას აკადემიური საბჭოსათვის დამტკიცების მიზნით.
3. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსი ანგარიშვალდებულია აკადემიის მეთაურისა და აკადემიის მეთაურის პირველი მოადგილის წინაშე.
4. აკადემიის მეთაურის წარდგინებით მინისტრი ნორმატიული აქტით ამტკიცებს:
ა) უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის დროშასა და ემბლემას;
ბ) უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის კურსების დროშებს, ალმებსა და ემბლემებ