1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ამოცანებია:

ა) სამსახურის საქმიანობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვის ხელშეწყობა;

ბ) სამსახურში პერსონალური მონაცემების დამუშავების საუკეთესო სტანდარტებისა და პრაქტიკის დანერგვა;

გ) სამსახურში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებში სამსახურის უფროსისთვის ქმედითი დახმარების გაწევა.

2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციებია:

ა) სამსახურში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღების ან შეცვლის შესახებ სამსახურის თანამშრომლების ინფორმირება, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევა;

ბ) სამსახურში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციების, პოლიტიკის დოკუმენტებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) შემუშავებაში მონაწილეობა, აგრეთვე სამსახურში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი;

გ) სამსახურში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

დ) საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტიდან კონსულტაციების მიღება;

ე) მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში, მისთვის სამსახურში მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ვ) სამსახურში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით, სხვა ფუნქციების შესრულება.

3. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან;

ბ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია მასზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.

4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი სამსახურის უფროსს, არანაკლებ ექვს თვეში ერთხელ, წარუდგენს ანგარიშს სამსახურში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შესახე