1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამსახურის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება;
ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სამსახურის ურთიერთობის უზრუნველყოფა და კოორდინაცია.
2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ბ) მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, ინტერვიუების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, სემინარების მოწყობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება;
გ) სამსახურში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებებისა და განცხადებების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისთვის მიწოდება;
დ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სამსახურის საინფორმაციო კამპანიის წარმოება, შესაბამისი მასალების მომზადება და გავრცელება;
ე) სამსახურის სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის მიღება მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე, მათი განხორციელების მხარდაჭერა, ასევე საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;
ვ) საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტთან და ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან კოორდინაციით, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე დაგეგმილი სამსახურის უფროსის/სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის შეხვედრებისა და სხვა სახის ღონისძიებების საპროტოკოლო უზრუნველყოფა;
ზ) საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე გამართული ღონისძიებებისთვის მთავარი გზავნილების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
თ) ქართულ და უცხოურ მედიასაშუალებებთან, მედიისა და კომუნიკაციის ექსპერტებთან, ამავე პროფილით მომუშავე კვლევით ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
ი) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების საჭიროების თაობაზე წინადადებების მომზადება და შესაბამისი ორგანიზაციების მიერ მისი გახორციელების მხარდაჭერა;
კ) სამსახურის მიერ ფოტო/ვიდეო მასალების მომზადება, დამუშავება და დაარქივება;
ლ) სამსახურის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელების საინფორმაციო უზრუნველყოფა, მონიტორინგი და მუდმივი განახლება;
მ) ქართული და უცხოენოვანი მედიის მონიტორინგი/ანალიზი და სამსახურის ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება არსებული ტენდენციების შესახებ;
ნ) სამსახურის ბეჭდვითი მასალების მომზადების პროცესში სხვა დეპარტამენტებისთვის კონსულტაციების გაწევა;
ო) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
პ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტისთვის მიწოდება;
ჟ) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება;
რ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
ს) სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება;
ტ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან;
ბ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვი