1. სამსახურის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამსახურის საქმიანობისთვის საჭირო ასიგნებები განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე კოდით.

2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სამსახურისთვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით.

3. სამსახურს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად გადაეცემა სახელმწიფო ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით.

4. სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრებისა და სახელმწიფო ქონების მიზნობრივ გამოყენებაზ