1. შიდა აუდიტის ამოცანებია:

ა) სამსახურში შრომის დისციპლინისა და შინაგანაწესის დაცვის უზრუნველყოფა;

ბ) სამსახურში დისციპლინური სამართალდარღვევების გამოვლენა და მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

2. შიდა აუდიტის ფუნქციებია:

ა) სამსახურის თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების, ეთიკის ნორმებისა და შინაგანაწესის დარღვევის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციის შემუშავება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის დისციპლინური წარმოების წესის შესაბამისად, სამსახურის თანამშრომელთა მიერ სხვა პირთა უფლებების შესაძლო დარღვევასთან, შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით განცხადებების, საჩივრებისა და მასალების შესწავლა და მათზე შესაბამისი რეაგირება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებული სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების – ბრძანებების პროექტების მომზადება;

დ) შიდა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ვადების დაცვის მონიტორინგი;

ე) სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში თანამშრომელთა და ვიზიტორთა შესვლა-გასვლის მონიტორინგი და დაცვის თანამშრომლების ზედამხედველობა, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში ვიზიტორების მიღება და საშვების დაშვების უზრუნველყოფა;

ზ) სამსახურის თანამშრომელთა ყოველთვიური ტაბელის წარმოება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

ი) საქმიანობის სფეროში სტატისტიკური მონაცემების დამუშავების უზრუნველყოფა;

კ) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;

ლ) სამსახურის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულება, რომელიც საჭიროა სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის;

მ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და სამსახურის უფროსის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად შიდა აუდიტი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან;

ბ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია მასზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.

4. დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით, შიდა აუდიტის უფლებამოსილებები განისაზღვრება სამსახურის დისციპლინური წარმოების წესი