1. საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების უზრუნველყოფა და კოორდინაცია;

ბ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;

გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კვლევების ჩატარება, სტატისტიკის წარმოება და შედეგების ანალიზი, ასევე მათზე დაყრდნობით შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

დ) სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება.

2. საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, სხვა სახელმწიფოების შესაბამის დაწესებულებებთან, მათ შორის კოლეგა უწყებებთან, თანამშრომლობის უზრუნველყოფა და კოორდინაცია, ასევე, მათთან თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე;

გ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

დ) სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებსა და საქართველოს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო გამოწვევებისა და ტენდენციების შესწავლა, რეკომენდაციების შემუშავება, დანერგვა და მისი შემდგომი მონიტორინგი;

ე) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;

ვ) ეროვნული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისას სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე წინადადებების შემუშავება;

ზ) სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით სამსახურის სტრატეგი(ებ)ისა და სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემუშავება, მათი განხორციელების ხელშეწყობა და შესრულების მონიტორინგი;

თ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ეროვნული სტრატეგიებითა და სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება და სამსახურის უფროსისათვის ან კურატორი სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისთვის/მოადგილისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა;

ი) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თემატური სახელმძღვანელოების შემუშავება, კვლევების მომზადება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების, სხვა სახელმწიფოთა საუკეთესო პრაქტიკის კვლევა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, ასევე, მომზადებული დოკუმენტების გავრცელება, დანერგვა და მისი შემდგომი მონიტორინგი;

კ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის კვლევა, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას რისკჯგუფების, რისკჯგუფებში შემავალი სფეროების და მიმართულებების გამოვლენა და კვლევის შედეგების სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;

ლ) კომპეტენციის შესაბამისად, საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, უცხო სახელმწიფოში სამსახურის წარმომადგენლების, ასევე უცხო სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციების საქართველოში ვიზიტების დაგეგმვა;

მ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი, ასევე მათზე დაყრდნობით შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობა და საქმიანობის კოორდინაცია;

ო) სხვა უწყებების ანალიტიკურ დანაყოფებთან თანამშრომლობა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში პროექტების ინიცირება და იმპლემენტაცია;

ჟ) სახალხო დამცველის აპარატთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია სამსახურისა და სამსახურის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

რ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის, მათ შორის, სამსახურის სტატისტიკური ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და პასუხის მომზადება;

ს) კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო აქტივობებისა და ტრენინგების ჩატარების შესახებ წინადადებების ინიცირება, ასევე მათი ჩატარება ან განხორციელებაში მონაწილეობა;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით მიზნობრივი ჯგუფებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით წინადადებების ინიცირება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;

უ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე;

ფ) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;

ქ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადების ორგანიზება;

ღ) სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება;

ყ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან;

ბ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვი