1. საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების უზრუნველყოფა და კოორდინაცია;
ბ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;
გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კვლევების ჩატარება და შედეგების ანალიზი, ასევე მათზე დაყრდნობით შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
დ) სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება.
2. საერთაშორისო ურთიერთობების და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, სხვა სახელმწიფოების შესაბამის დაწესებულებებთან, მათ შორის კოლეგა უწყებებთან, თანამშრომლობის უზრუნველყოფა და კოორდინაცია, ასევე, მათთან თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
დ) სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებსა და საქართველოს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო გამოწვევებისა და ტენდენციების შესწავლა, რეკომენდაციების შემუშავება, დანერგვა და მისი შემდგომი მონიტორინგი;
ე) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;
ვ) ეროვნული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისას სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე წინადადებების შემუშავება;
ზ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ეროვნული სტრატეგიებითა და სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის ან კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისთვის/მოადგილისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა;
თ) უცხო სახელმწიფოში სამსახურის წარმომადგენლების, ასევე უცხო სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციების საქართველოში ვიზიტების დაგეგმვა;
ი) კომპეტენციის შესაბამისად, ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან კოორდინაციით, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე დაგეგმილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის/სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის შეხვედრებისა და სხვა სახის ღონისძიებების მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობა და საქმიანობის კოორდინაცია;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, პროექტების ინიცირება და იმპლემენტაცია;
მ) სახალხო დამცველის აპარატთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია სამსახურისა და სამსახურის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო აქტივობებისა და ტრენინგების ჩატარების შესახებ წინადადებების ინიცირება, ასევე მათი ჩატარება ან განხორციელებაში მონაწილეობა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით მიზნობრივი ჯგუფებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით წინადადებების ინიცირება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;
პ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე;
ჟ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტისთვის მიწოდება;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
ს) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
ტ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება;
უ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან;
ბ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვი