1.გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) გამოძიების ხარისხის მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების/სახელმძღვანელოების მომზადება;

ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კვლევების ჩატარება, სტატისტიკის წარმოება და შედეგების ანალიზი, ასევე მათზე დაყრდნობით შესაბამისი წინადადებების შემუშავება.

2. დეპარტამენტი დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად თანამშრომლობს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებთან.

3. გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) გამომძიებლების საქმიანობის შეფასება გამომძიებელთა შეფასების სისტემის შესაბამისად;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა თემატური შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების/სახელმძღვანელოების მომზადება;

გ) სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი და სასამართლოს პრაქტიკის განზოგადება;

დ) წინადადებების შემუშავება სისხლის სამართლის საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით;

ე) წინადადებების შემუშავება სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის დახვეწის მიზნით;

ვ) სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის პერიოდული მონიტორინგი;

ზ) მსხვერპლთა/დაზარალებულთა საჭიროებების ანალიზი;

თ) სამსახურის საქმიანობისათვის პრიორიტეტულ თემებზე სამართლებრივი კვლევების ინიცირება და მათი ჩატარების ორგანიზება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების ფაქტებზე გამოძიების ხარისხის მონიტორინგი, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში დაშვებული ხარვეზების იდენტიფიცირება და ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების მომზადება.

კ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, თემატური სახელმძღვანელოების შემუშავება, კვლევების მომზადება, გამოძიების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების, სხვა სახელმწიფოთა საუკეთესო პრაქტიკის კვლევა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, ასევე, მომზადებული დოკუმენტების გავრცელება, დანერგვა და მისი შემდგომი მონიტორინგი;

ლ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი, ასევე მათზე დაყრდნობით შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობა და საქმიანობის კოორდინაცია;

ნ) სხვა უწყებების ანალიტიკურ დანაყოფებთან თანამშრომლობა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, პროექტების ინიცირება და იმპლემენტაცია;

პ) სახალხო დამცველის აპარატთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია სამსახურისა და სამსახურის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის, მათ შორის სამსახურის სტატისტიკური ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და პასუხის მომზადება;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო აქტივობებისა და ტრენინგების ჩატარების შესახებ წინადადებების ინიცირება, ასევე მათი ჩატარება ან განხორციელებაში მონაწილეობა;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით მიზნობრივი ჯგუფებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით წინადადებების ინიცირება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;

ტ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე;

უ) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადების ორგანიზება;

ქ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება;

ღ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებ