ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სისტემაში ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

ბ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ერთიანი სტრატეგიულ-პოლიტიკური დოკუმენტების შემუშავება;

გ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციისა და მონაცემთა დამუშავება/განზოგადება და სისტემატიზაციის უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით, სამოქმედო გეგმების შემუშავება;

ე) სამინისტროს საქმიანობის ანგარიშების მომზადება და, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება;

ვ) სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევებისა და რისკების შესწავლა, ანალიზი, განზოგადება და სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ზ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემის დანერგვისა და განვითარების მიზნით რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავება;

თ) თანამშრომელთა სამუშაოს ეფექტური შესრულების მონიტორინგი, შუალედური და პროგრესის ანგარიშების წარმოება აღნიშნულ საკითხზე და რეკომენდაციების მომზადება;

ი) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება;

კ) შრომითი ურთიერთობების სფეროში დოკუმენტაციის წარმოება (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება და სხვა);

ლ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა;

მ) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;

ნ) მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების დონის ანალიზი, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების, პერსონალის მოტივირებისა და შრომითი კმაყოფილების ზრდის ხელშეწყობა;

ო) სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

პ) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;

ჟ) სამინისტროს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და დონორ ორგანიზაციებთან დასადები ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმების) მომზადების პროცესის კოორდინაცია;

რ) ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია; სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ასოციირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციირების დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხორციელების ყოველწლიური ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული (6-თვიანი და წლიური) ანგარიშების მომზადების კოორდინაცია და შესაბამისი კომპეტენტური უწყებისთვის წარდგენა;

ს) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

ტ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა;

უ) სამინისტროს მოწვევით უცხო ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირთა ოფიციალური დელეგაციების ვიზიტის მომზადების კოორდინაცია (ვიზიტის პროგრამის შედგენა, პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება) და შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება;

ფ) საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის მგზავრობის, დაბინავებისა და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება);

ქ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა საერთაშორისო მივლინებებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;

ღ) სამინისტროს პროტოკოლით გათვალისწინებული საკითხების უზრუნველყოფა;

ყ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სარეჟიმო-საიდუმლო ორგანოსათვის დაკისრებული ფუნქციების, უფლებებისა და მოვალეობების განხორციელება;

შ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან თანამშრომლობა;

ჩ) სამინისტროს ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ