თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტროს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს მმართველობას მიკუთვნებულ სფეროში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და დადგენილი წესით მათი მიღება (გამოცემა);
ბ) ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დევნილთა და ეკომიგრანტთა ნაკადის მართვა, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზება, დევნილთა ადაპტაცია-ინტეგრაციისა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნის ხელშეწყობა;
გ) საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა რეინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავება, შესაბამისი მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;
დ) დევნილთა და ეკომიგრანტთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და ამ პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფა; საჭიროებისამებრ, შესაბამისი პროგრამის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
ე) სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ვ) სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, განხორციელება და კონტროლი;
ზ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებებისათვის გამიზნული სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, დამტკიცება, განხორციელების კონტროლისა და შედეგების მონიტორინგი;
თ) ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების მიწოდების წესების, პირობებისა და ნორმატივების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი;
ი) სახელმწიფო ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის უზრუნველყოფა და სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესრულების შერჩევითი კონტროლი;
კ) საექიმო საქმიანობის სფეროში სპეციალისტთა სერტიფიცირების პროცესის ორგანიზება;
ლ) სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის ფუნქციონირების მიზნით ნორმატიული ბაზის მომზადება და აღნიშნული პროცესის ორგანიზება;
მ) პროფესიული რეგულირების მექანიზმების (მ.შ., საექიმო სპეციალობათა ნუსხის) შემუშავება;
ნ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა შემუშავება, განხორციელება და ზედამხედველობა;
ო) საქართველოში მიმოქცევაში არსებულ სამკურნალო საშუალებათა ხარისხის კონტროლი;
პ) მიზნობრივი სოციალური დახმარებით მოსახლეობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;
ჟ) დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცება;
რ) სანიტარიულ-ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების ნორმების შემუშავების ორგანიზება;
ს) ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შემუშავება, სხვადასხვა სპეციალიზებული დაწესებულების (დღის ცენტრი, სათემო ორგანიზაცია და სხვ.) სტანდარტების შემუშავება და დამტკიცება;
ტ) ბავშვზე ზრუნვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა;
უ) „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით უფლებამოსილი სამინისტროსათვის განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;
ფ) შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, სათანადო პროექტებისა და პროგრამების შემუშავება, განხორციელების ხელშეწყობა;
ქ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, წინადადებებისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ღ) შრომითი მიგრაციის რისკების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და, მათი შემცირების მიზნით, წინადადებების შემუშავება;
ყ) საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებითი კანონიერი დასაქმების შესაძლებლობებისა და ამ სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარება და შესაბამისი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
შ) დასაქმებულთა შრომის უსაფრთხო პირობების დაცვის ხელშეწყობა და შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის პრევენცია;
ჩ) ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა;
ც) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავება სხვა სამინისტროებთან, ინსტიტუტებსა და სოციალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით;
ძ) შრომის უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, კვლევების განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ტრენინგის ჩატარების ორგანიზება/ხელშეწყობა;
წ) იმ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, რომელთა საქმიანობაც შრომის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება;
ჭ) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი და მონიტორინგი;
ხ) ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოებისათვის სამინისტროში შემოსულ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით;
ჯ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმება როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ჰ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო ნუსხებისა და საქმიანობის გეგმების შეთანხმება;
ჰ1) საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციაში მონაწილეობა;
ჰ2) ამ დებულებითა და კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში დაკისრებული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად საინფორმაციო სისტემების გამოყენება, რისთვისაც უფლებამოსილია, მიიღოს/დაამუშაოს პირის პერსონალური, სოციალური, ეკონომიკური და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მონაცემები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან (შემდგომში – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) და სხვა სამთავრობო უწყებებიდან/ დაწესებულებებიდან. სამინისტრო უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის კანონზომიერ დაცვას, გამოყენებას/წვდომას დევნილთა, შრომისა და სოციალური საკითხების დაცვისა და მართვის გაუმჯობესებისათვის, აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის (მათ შორის, ელჯანდაცვის) სისტემის მართვისა და მდგრადობისათვის ამ სისტემის მონაწილე/სისტემაში ჩართული პირების მხრიდან;
ჰ3) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებ