სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანებია:

ა) მოსახლეობის  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და საქმიანობის კოორდინაცია, აგრეთვე დევნილთა, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა (შემდგომში – ეკომიგრანტთა) სოციალური დაცვისა და განსახლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;

ბ) დევნილთა, ეკომიგრანტთა და რეინტეგრაციის საკითხების მიმართულებით:

ბ.ა) ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხების რეგულირება;

ბ.ბ) საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული ეკომიგრაციული ნაკადის აღრიცხვა;

ბ.გ) საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა;

გ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში:

გ.ა) ინდივიდუალური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;

გ.ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა;

გ.გ) სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირება;

დ) მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში:

დ.ა) მოსახლეობის მიზნობრივი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა;

დ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური ჯგუფებისათვის შესაბამისი გასაცემლების დადგენილ ვადებში მიწოდების უზრუნველყოფა;

დ.გ) ბავშვზე ზრუნვა და მასთან დაკავშირებული საკითხები;

დ.დ) ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების  ხელშეწყობა;

ე) შრომისა და დასაქმების სფეროში:

ე.ა) შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობა;

ე.ბ) შრომითი მიგრაციის რეგულირება;

ე.გ) დასაქმების ხელშეწყობა, არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის საკითხების კოორდინაცია;

ე.დ)  ორგანიზაცია-დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების დანერგვისა და შრომითი დისკრიმინაციის შემთხვევების აღმოფხვრის  ხელშეწყობა;

ე.ე) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის სახელმწიფო ზედამხედველობა და ამავე კანონით ზედამხედველი ორგანოსათვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ