1. სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოების მიზნით, სამინისტრო უფლებამოსილია, გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ავტომატიზებული საშუალებები.

2. სამინისტრო ამ დებულებითა და კანონმდებლობით მისი კომპეტენციის სფეროში დაკისრებული მიზნებისა და ამოცანების შესრულებისას უფლებამოსილია, გამოიყენოს საინფორმაციო სისტემები, რისთვისაც უფლებამოსილია, მიიღოს/დაამუშაოს პირის პერსონალური, სოციალური, ეკონომიკური და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მონაცემები სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან და სხვა სამთავრობო უწყებებიდან/ დაწესებულებებიდან. სამინისტრო უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის კანონზომიერ დაცვას, გამოყენებას/წვდომას დევნილთა, შრომისა და სოციალური საკითხების დაცვისა და მართვის გაუმჯობესებისათვის, აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის (მათ შორის, ელჯანდაცვის) სისტემის მართვისა და მდგრადობისათვის ამ სისტემის მონაწილე/სისტემაში ჩართული პირების მხრიდა