სოციალური დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი;

ბ) სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავება;

გ) სოციალური დაცვის სფეროში მარეგულირებელი აქტების შემუშავება და სრულყოფა;

დ) შვილად აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებების სფეროში, ასევე სააღმზრდელო დაწესებულებებისათვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;

ე) ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების  ხელშეწყობა;

ვ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადება, დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროების განსაზღვრ