1. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიზანია, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვით, მათი მომსახურებითა და განვითარებით ხელი შეუწყოს სამინისტროს მიზნებისა და ამოცანების მიღწევას.

2. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული სისტემების, საქსელო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მდგრადი მუშაობის უზრუნველყოფა მათი ეფექტიანი ადმინისტრირების, მომსახურებისა და განვითარების გზით;

ბ) სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული სისტემების, ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება; ინფორმაციული სისტემების განვითარების ერთიანი პლატფორმის განსაზღვრა მათი ურთიერთინტეგრაციის უზრუნველყოფის მიზნით;

გ) სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისათვის დაგეგმილი პროექტების განხილვა და სათანადო დასკვნების მომზადება;

დ) სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების  ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე მომუშავე სამსახურების (პირების) მეთოდური ხელმძღვანელობა და  საქმიანობის კოორდინაცი