მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო, არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან სამინისტროს კომუნიკაციის კოორდინაცია;
ბ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, სამინისტროს გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამების, პროექტების, გეგმების, რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა;
გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ ოფიციალური კომენტარისა და ინტერვიუს მიცემის კოორდინაცია;
დ) საკომუნიკაციო კამპანიებისა და პროექტების დაგეგმვა, მართვა და განხორციელების უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს საქმიანობისა და მიღწევების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენების/ანგარიშების შექმნა, დაბეჭდვა და გავრცელების უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს შესახებ ინტერნეტგამოცემების, ბეჭდური მედიისა და სატელევიზიო სიუჟეტების მონიტორინგის საფუძველზე ყოველდღიური ანგარიშის მომზადება;
ზ) სამინისტროს საკომუნიკაციო არხების – ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვა;
თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ი) საჯარო ინფორმაციის გაცემ