1. მინისტრს შეუძლია, თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები (შემდგომში – სათათბირო ორგანოები), აგრეთვე სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს მათი ამოცანები და საქმიანობის წესი.

2. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება სათათბირო ორგანოს ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამოცანების შესრულების ვადები და სათათბირო ორგანოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელი პირი, ორგანო ან სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ი.

3. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოხელე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით. მის მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები.

4. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში, ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.

5. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს სათათბირო ორგანოს სამდივნო, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი.

6. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია, მის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულების მიზნით, გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია.

7. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ მინისტრის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8. სათათბირო ორგანო საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. სხდომას იწვევს სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან სათათბირო ორგანოს წევრის თხოვნის საფუძველზე. სხდომას უძღვება სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე.

9. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

10. სათათბირო ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის წესით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

11. სათათბირო ორგანოს გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

12. საჭიროების შემთხვევაში, სათათბირო ორგანოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან სათათბირო ორგანოს შემადგენლობაში.

13. სათათბირო ორგანოს მუშაობისას მოსამსახურის დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

14. სათათბირო ორგანო, თუ მას აქვს დებულებით გათვალისწინებული სხვაგვარი წესები, საქმიანობას წარმართავს ამ სათათბირო ორგანოს დებულების შესაბამისად.

15. სათათბირო ორგანოს შექმნისას შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლისაგან განსხვავებული დებულებებ