დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) დევნილთა და ეკომიგრანტთა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავება;
ბ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საჭიროებების ანალიზი და მის საფუძველზე სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
გ) დევნილთა განსახლების პოლიტიკის შემუშავება და მართვა, მათ შორის, შემუშავებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, დევნილთა ყოფილი კომპაქტური განსახლების ობიექტების დახურვის რიგითობის განსაზღვრა; დევნილთა ყოფილი კომპაქტური განსახლების ობიექტების გამოსყიდვაზე მიზანშეწონილობის განსაზღვრა და მის უზრუნველსაყოფად შესაბამისი წინადადებების მომზადება; ახალაშენებული საცხოვრებელი ფართების დევნილთათვის შესყიდვაზე გადაწყვეტილებების მომზადება; დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობის განსაზღვრა და მის უზრუნვესაყოფად შესაბამისი წინადადებების მომზადება;
დ) „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის“ წარმოების წესის თაობაზე შესაბამისი პროექტის/წინადადებების შემუშავება და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ე) ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების პოლიტიკის შემუშავება;
ვ) დევნილთა და ეკომიგრანტთა სფეროში შემუშავებული პოლიტიკის ფარგლებში შესაბამისი მარეგულირებელი აქტების შემუშავება და მათი სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადება;
ზ) ეკომიგრანტთა სოციალური დაცვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება;
თ) კანონმდებლობის გათვალისწინებით, შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებიდან და მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სტიქიური მოვლენების შედეგად გამოწვეული მოსალოდნელი მიგრაციული პროცესების ანალიზი;
ი) სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ეკომიგრაციული პროცესების ეფექტური მართვის მიზნით, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
კ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა და სხვა პირთა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაცვის მიზნით კომპეტენციის ფარგლებში სათანადო მექანიზმების შემუშავება;
ლ) დევნილთა განსახლების ობიექტების რეაბილიტაციის ღონისძიებათა დაგეგმვ