შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) ორგანიზაცია-დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოებისადმი არსებული პირობების ინსპექტირების მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შემუშავება/სრულყოფა;

ბ) შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების  განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

გ) სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციული შემთხვევების ან იძულებითი შრომის პრევენციის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

დ) დასაქმებულთა და/ან დამსაქმებლის მოთხოვნის შემთხვევაში,  სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციული შემთხვევებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესწავლა და ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ე) ორგანიზაცია-დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობა;

ვ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ  დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიზნით,  შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ზ) შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

თ) შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი  აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით საზედამხედველო ორგანოს ფუნქციების შესასრულებლად საჭირო წინადადებებისა და საჭიროებისამებრ, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი აქტის პროექტების მომზადება, სამინისტროს სხვა დარგობრივ დეპარტამენტებთან კოორდინაციით;

ი) შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების შედეგად მოპოვებული მონაცემების შეგროვება და სტატისტიკის წარმოება/ანალიზი, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ტრენინგის ჩატარების ორგანიზება/ხელშეწყობა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, იმ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, რომელთა საქმიანობაც შრომის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება;

ლ) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით საზედამხედველო ორგანოს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი და მონიტორინგი;

მ) შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადება;

ნ) შრომის უსაფრთხოების სფეროში გასაფორმებელი მემორანდუმების/ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება, სამინისტროს სხვა დარგობრივ დეპარტამენტებთან კოორდინაციი