იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა;
ბ) სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებული კანონპროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
გ) საერთაშორისო ხელშეკრულებების ექსპერტიზა;
დ) საქართველოს მთავრობის სხდომაზე სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტების განსახილველად საჭირო ღონისძიებების გატარება, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის სხდომის წინამოსამზადებელ თათბირში მონაწილეობა;
ე) მინისტრის ან მინისტრის მოადგილის ზეპირი ან წერილობითი დავალების შესაბამისად, კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ვ) ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა/ვიზირება (გარდა მივლინებასთან ან შვებულებასთან დაკავშირებული პროექტებისა);
ზ) მინისტრის ნორმატიული ხასიათის აქტების მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
თ) მინისტრის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში რეგისტრაციისა და გამოქვეყნებისათვის გაგზავნა;
ი) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოშ