2. ანალიტიკური სამმართველოს უფროსი:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
დ) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
ე) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს სამმართველოს მიერ შედგენილ ანგარიშს;
ზ) ხელს აწერს ან ავიზებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) პასუხისმგებელია სამმართველოში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ი) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;
კ) ასრულებს მინისტრის და დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების კანონშესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციებს ასრულებს უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული სამმართველოს ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის წინაშე.
5. ანალიტიკური სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებ