2. ინსპექტირება გულისხმობს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების დაცვის შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას.
3. ინსპექტირების საფუძველი შეიძლება იყოს ინფორმაცია (ზეპირი/წერილობითი) სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების შესახებ, მათ შორის, განცხადებები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები (დადგენილებები), სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები (გარდა ანონიმური შეტყობინებებისა), სამსახურის საქმიანობის პროცესში გამორკვეული ფაქტები.
4. ინსპექტირება ასევე შეიძლება განხორციელდეს აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინიციატივით.
5. ინსპექტირების ჩატარების, შეწყვეტის, შეჩერებისა და გაგრძელების გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.
6. თითოეული ინსპექტირებისათვის მუშავდება ინსპექტირების გეგმა, რომელშიც აისახება ინსპექტირების საფუძველი, შესასწავლი საკითხები, შესამოწმებელი პერიოდი და ინსპექტირების განმახორციელებელ პირთა ვინაობ