2. ინსპექტირება გულისხმობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას.
3. ინსპექტირება შესაძლებელია განხორციელდეს ადგილზე გასვლით ან მის გარეშე.
4. ინსპექტირების ჩატარების, გაგრძელების, შეწყვეტის, ან შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი დეპარტამენტის უფროსის/განყოფილების უფროსის წარდგინებით.
5. ინსპექტირების ობიექტი, ინსპექტირების ჩატარების ვადები და საფუძველი, შესამოწმებელი პერიოდი, მოქმედების სფერო და ინსპექტირების განმახორციელებელ პირთა ვინაობა განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის/განყოფილების უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით (ინსპექტირების გეგმით