ა) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების, _ რესურსცენტრების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების, ა(ა)იპ-ებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო სკოლების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
გ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;
დ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა;
ე) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და კორესპონდენციის შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა;
ვ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;
ზ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
თ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ი) დისციპლინური წარმოების განხორციელება სამინისტროს თანამშრომლების, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრების თანამშრომლების მიმართ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
კ) მინისტრისთვის წინადადების წარდგენა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების, – რესურსცენტრების, სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო სკოლების მიმართ პასუხისმგებლობის ზომის, წერილობითი გაფრთხილების გამოყენების შესახებ;
ლ) მინისტრისთვის წინადადების წარდგენა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო სკოლების ხელმძღვანელების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ, სამინისტროს დებულებით დადგენილი წესით;
მ) სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებისთვის მოთხოვნის წარდგენა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
ნ) სამინისტროს „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა და შესაბამისი რეაგირება;
ო) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ინსპექტირების ჩატარების წე