ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება (სისტემური აუდიტი);
ბ) დაწესებულების საქმიანობის პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება (შესაბამისობის აუდიტი);
გ) შიდა აუდიტის ობიექტის (სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, საქვეუწყებო დაწესებულებები, ტერიტორიული ორგანოები – რესურსცენტრები, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი);
დ) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, დაწესებულების ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით (ეფექტიანობის აუდიტი);
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით (ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი);
ვ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) ფინანსური და სხვა სახის ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
თ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ი) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
კ) მონიტორინგის განხორციელება შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა კორესპონდენციების განხილვა;
მ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. შიდა აუდიტის ობიექტის თანამშრომლები ვალდებული არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელებ