ა) საქმიანობის პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მოითხოვოს მისი ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნა, დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, მიიღოს დოკუმენტის ასლები, გამოიძახოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების ნებისმიერი საჯარო მოსამსახურე/თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის, დოკუმენტაციის ან/და წერილობითი ახსნა-განმარტების მიღების მიზნით;
ბ) ჩამოართვას წერილობითი ახსნა-განმარტება ან/და მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამინისტროს სისტემის თანამშრომლები, მათი თანხმობის შემთხვევაში;
გ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი;
დ) განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად მოითხოვოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეების/თანამშრომლების ან/და მოწვეული სპეციალისტების/ექსპერტების წარმოებაში მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით;
ე) სამსახურებრივი კომპეტენციის განხორციელების პროცესში საშვგამტარი ან სხვა შემზღუდავი რეჟიმის გვერდის ავლით დაუყოვნებლივ შევიდეს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ტერიტორიაზე/შენობა-ნაგებობებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ვ) ითანამშრომლოს სამართალდამცავ და მაკონტროლებელ ორგანოებთან;
ზ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებ