1. ინსპექტირების საფუძველი შეიძლება იყოს ინფორმაცია (ზეპირი/წერილობითი) კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შესახებ, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები (გარდა ანონიმური შეტყობინებებისა), დეპარტამენტის საქმიანობის პროცესში გამორკვეული ფაქტები.
2. ინსპექტირების დროს შესწავლის საგანი აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, შესაძლებელია იყოს ადგილზე წამოჭრილი სხვა საკითხებიც.