2. ინსპექტირების დასკვნა უნდა მოიცავდეს შესწავლის შედეგებს, ინსპექტირების პროცესში გამოვლენილ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს ან/და ინსპექტირების ობიექტის საქმიანობის პროცესში აღმოჩენილ ხარვეზებსა და ნაკლოვანებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოპოვებული მასალების ანალიზს, მათ სამართლებრივ შეფასებას და კანონშესაბამის მითითებებს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

3. თუ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი არ დადგინდა, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია აისახება დასკვნაში, რომელშიც მიეთითება განხორციელებული ქმედებები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ან/და შესწავლის შედეგები.

4. ინსპექტირების დასკვნა შესათანხმებლად წარედგინება მინისტრ