2. მარწმუნებელი საქმიანობა ხორციელდება შიდა აუდიტორული შემოწმების სახით და მოიცავს დაწესებულების მმართველობის, რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების ობიექტური ანალიზის განხორციელებას.

3. საკონსულტაციო საქმიანობა მოიცავს კონსულტაციის ობიექტისთვის რჩევის ან რეკომენდაციის მიცემას ან მისი მხარდამჭერი სხვა, მსგავსი მომსახურების გაწევას, მათ შორის, ტრენინგის ჩატარებას ან/და ფასილიტაციის გაწევას, რომლის შინაარსი და მასშტაბი თანხმდება აღნიშნულ ობიექტთან და რომელიც მიზნად ისახავს დაწესებულების მმართველობის, რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების გაუმჯობესებას შიდა აუდიტორის მიერ მენეჯერული პასუხისმგებლობის აღების გარეშე.

4. საკონსულტაციო საქმიანობის დაგეგმვას, განხორციელებას, ასევე საჭიროების შემთხვევაში ანგარიშგებასა და მონიტორინგს, შიდა აუდიტის განყოფილება უზრუნველყოფს საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურების შესაბამისა