მუხლი 721. მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შედეგები
1. ხელშეკრულება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო არ წყდება, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული ან მინდობილობის შინაარსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
2. თუ ხელშეკრულება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო წყდება, რწმუნებული ვალდებულია გააგრძელოს დავალებული მოქმედების შესრულება, თუ დაყოვნება მარწმუნებელს ან მის მემკვიდრეს ზიანის მიყენების საფრთხეს შეუქმნის, სანამ მარწმუნებლის მემკვიდრე ან მარწმუნებლის კანონიერი წარმომადგენელი/მხარდაჭერის მიმღები აუცილებელ ზომებს არ მიიღებს; ამასთანავე, სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელებულად ითვლება.
3. თუ ხელშეკრულება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო წყდება, იგი რწმუნებულისათვის გაგრძელებულად ითვლება, სანამ მას ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შესახებ არ ეცნობება.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 721. მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შედეგები 1. ხელშეკრულება არ წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების ან ქმეხარდუუნაჭერობის დმიმღებადგ ცნომბის გამო არ წყდება, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული ან სხვა რამ არ გამომდინარეობს მინდობილობის შინაარსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. 2. თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მი ქმღებადუუ ცნარობის დადგომის გამო წყდება, რწმუნებული ვალდებულია გააგრძელოს დავალებული მოქმედების შესრულება, თუ დაყოვნება მარწმუნებელს ან მის მემკვიდრეებს შეუქმნის ზიანის მიყენების საფრთხეს, ვ შეუქმნიდს, სანამ მარწმუნებლის მემკვიდრე ან მარწმუნებლის კანონიერი წარმომადგენელი/მხარდაჭერის მიიმღებსი აუცილებელ ზომებს არ მიიღებს; ამასთანავე, სახელშეკრულებო ურთიერთობა ჩაითვლება გაგრძელებულად ითვლება. 3. თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მი ქმღებადუუ ცნარობის დადგომის გამო, მ წყდებაშ, ინ იგი ჩაითვლება რწმუნებულისათვის გაგრძელებულად , ვიდრთვლე მბა, სარ ეცნობებამ მას ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების შესახებ არ ეცნობება.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(11)
საქმე №ბს-1465(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.02.2019
…ფორმაზე და არა მის შინაარსზე. წარმოდგენილი მინდობილობის შინაარსი და საფუძველი კი არის დავალების ხელშეკრულება (და ეს მინდობილობის ტექსტიდანაც ჩანს), ხოლო 107-ე მუხლი გამოიყენება მხოლოდ მინდობილობის ფორმის განსაზღვრისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 721-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება არ წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების ან ქმედუუნარობის დადგომის გამო, თუ სხვა რამ არ არის…
…მიმართა იმავე სანოტარო ბიუროს. ნოტარიუსმა ვ. კ-ს განქორწინების მოწმობის წარდგენა მოითხოვა, რის გამოც 2003 წლის 11 ოქტომბერს ო. ბ-მა განცხადებით მიმართა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილების გამგეს - ლ. ზ-ს და სამოქალაქო კოდექსის 721-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, განქორწინების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა მოითხოვა, რაზეც წერილობით ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ მის მიერ არ…
…2002 წლის 26 ნოემბერს. მოსარჩელე გ. კ-შვილს სასამართლოში საქმის განხილვის მთელ პერიოდში წარმოადგენდა ადვოკატი ვ. რ-შვილი. გ. კ-შვილი გარდაიცვალა 2003 წლის 16 ნოემბერს, სადავო გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა 2004 წლის 09 იანვარს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 721.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება არ წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების ან ქმედუუნარობის დადგომის გამო, თუ სხვა რამ არ არის…
…განცხადებით მიმართა იმავე სანოტარო ბიუროს. ნოტარიუსმა მოითხოვა ვ. კ.-ს განქორწინების მოწმობის წარდგენა, რის გამოც 2003 წლის 11 ოქტომბერს ო. ბ.-მ განცხადებით მიმართა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების გამგე ლ. ზ.-ს და სამოქალაქო კოდექსის 721.2 მუხლის საფუძველზე მოითხოვა განქორწინების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა, რაზედაც წერილობით ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ არ იყო წარდგენილი მის მიერ…
საქმე №ას-968-1238-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2006
…მინდობილობაში აღინიშნა, რომ იგი ძალაშია ვ.ა-ძის გარდაცვალების შემდეგაც. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ვ.ა-ძის სამკვიდრო უკვე გახსნილი იყო, ხოლო კ.კ-ძე, როგორც ვ.ა-ძის წარმომადგენელი, სკ-ის 721-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოქმედებდა მისი მემკვიდრის საზიანოდ, რაც გამოიხატა სამკვიდროდან კ.პ-ავას წილი ქონების გასხვისებით. გ. ა-ძემ სარჩელი არ ცნო და…
საქმე №2კ-279აპ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.10.2004
საქმე №3კ/1334-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2003
საქმე №3კ/1039-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2002