1. დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია.
2. თუ ხელშეკრულება რწმუნებულმა მაშინ შეწყვიტა, როდესაც მარწმუნებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები, რწმუნებულმა უნდა აანაზღაუროს ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რწმუნებულს ამისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდა.
3. თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ, მაშინ ის მოვალეა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული ყველა აუცილებელი ხარჯი, ხოლო, თუ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო,– გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(120)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 120-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-860-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2026
სააპელაციო სასამართლომ, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შედეგად, განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის პასუხად განმარტა, რომ დადებული “სასამსახურო ხელშეკრულება” არ წარმოადგენდა შრომით ხელშეკრულებას, ხოლო სსკ-ის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ააიპ დირექტორის თანდამდებობიდან გათავისუფლება ნებისმიერ დროს შესაძლებელია.
საქმე №ას-1222-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2026
…მიუთითებს და ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებთან ერთად სსკ-ის 710-ე მუხლის მოხმობით განმარტავს, რომ მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვებში. ამავე კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს.
საქმე №ას-724-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2025
…საქმიანობის შეფასება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილებით, არამედ უნდა ითვალისწინებდეს გაწეული შრომის ყველა ეტაპს, რაც პროპორციულად ქმნის საფუძველს იურიდიული მომსახურების ანაზღაურებისათვის. 27. სსკ-ის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს.
საქმე №ბს-304(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.12.2024
შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე, 712-ე და 720-ე მუხლებიდან გამომდინარე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება, ხ. ბ-ეის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, კანონშესაბამისია.
საქმე №ას-1035-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2024
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა და მოსარჩელის ინტერესების…
საქმე №ას-929-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2024
საქმე №ას-67-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
საქმე №ას-280-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2024
საქმე №ას-570-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.02.2024
საქმე №ას-1408-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
საქმე №ას-904-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2023
საქმე №ას-1448-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2023
საქმე №ას-1282-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2023
საქმე №ას-884-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2023
საქმე №ას-1400-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2023
საქმე №ას-1197-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.02.2023
საქმე №ას-145-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.11.2022
საქმე №ას-477-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2022
საქმე №ას-1016-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.09.2022
საქმე №ას-424-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.07.2022
საქმე №ას-975-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2022
საქმე №ას-789-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2022
საქმე №ას-81-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2022
საქმე №ას-1049-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2022
საქმე №ას-536-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2022
საქმე №ას-1098-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2022
საქმე №ას-436-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.02.2022
საქმე №ას-465-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2022
საქმე №ას-744-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2021
საქმე №ას-726-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.11.2021
საქმე №ას-114-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2021
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 720, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-720/