1. მინდობილი მესაკუთრე მოვალეა მართოს მინდობილი საკუთრება თავისი სახელით, მაგრამ საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით.
2. მინდობილი მესაკუთრე მესამე პირებთან ურთიერთობაში სარგებლობს მესაკუთრის უფლებამოსილებით. თუ მინდობილი მესაკუთრე, საკუთრების მიმნდობის ინტერესების საწინააღმდეგოდ, არ იჩენს ისეთ გულისხმიერებას, როგორიც მას საკუთარი საქმეების მიმართ უნდა გამოეჩინა, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ამ მოქმედებით გამოწვეული ზიან
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(24)
საქმე №ბს-788(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
…მინდობილ ქონებასთან დაკავშირებით შეუზღუდავია. საკასაციო პალატა, საკუთრების მინდობასთან დაკავშირებით, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე (სუსგ №ბს-1275-1239(კ-10), 12.21.2010წ.), რომლის თანახმად, „ სამოქალაქო კოდექსის 725-ე მუხლის შესაბამისად, მინდობილი მესაკუთრე მოვალეა მართოს მინდობილი საკუთრება თავისი სახელით, მაგრამ საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით.…
საქმე №ას-533-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2023
…27.01.2015 წელს გამოავლინეს ნება არა ნასყიდობის, არამედ წილის საკუთრების მინდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, აწევს მოსარჩელე მხარეს. მოპასუხეები უარყოფენ ამგვარი გარიგებების დადების ფაქტს. 4.16. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 724-ე, 725-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საკუთრების მინდობა, თავისი კლასიკური არსითა და დანიშნულებით, გულისხმობს მინდობილი მესაკუთრის ვალდებულებას, მართოს მინდობილი ქონება…
საქმე №ას-1062-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2021
…საკუთრების მინდობის ურთიერთობიდან გამომდინარე, მინდობილი მესაკუთრე მესამე პირებთან ურთიერთობაში გამოდის თავისი სახელით (განსხვავებით წარმომადგენლობითი ურთიერთობისაგან, მინდობილობისაგან). აღნიშნული კი, ცალსახად წინააღმდეგობაშია სამოქალაქო კოდექსის 725-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესთან. - სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2016 წლის 29 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების…
საქმე №ბს-238(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.07.2020
…სამოქალაქო კოდექსის 724-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით საკუთრების მინდობი გადასცემს ქონებას მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც იღებს და მართავს მას საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად. ამავე კოდექსის 725-ე მუხლის შესაბამისად, მინდობილი მესაკუთრე მოვალეა მართოს მინდობილი საკუთრება თავისი სახელით, მაგრამ საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით. ამავე…
საქმე №ას-452-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2019
…თავისი ფორმით 2010 წლის 23 ივნისის გარიგება, როგორც ცალმხრივი ნების გამოვლენა, ვერ შეფასდება საკუთრების მინდობის ხელშეკრულებად. ამასთან, მინდობილი მესაკუთრე მესამე პირებთან ურთიერთობაში გამოდის მხოლოდ საკუთარი სახელით ( სსკ-ის 725-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოცემულ შემთხვევაში, წარმომადგენელმა მარწმუნებლის სახელით დადო გარიგება, რაც 725-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით გამორიცხავს მათ…
…მესაკუთრის ძალაუფლება მინდობილ ქონებასთან დაკავშირებით შეუზღუდავია. საკასაციო პალატა, საკუთრების მინდობასთან დაკავშირებით, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე (------. 12.21.2010წ.), რომლის თანახმად, „ სამოქალაქო კოდექსის 725-ე მუხლის შესაბამისად, მინდობილი მესაკუთრე მოვალეა მართოს მინდობილი საკუთრება თავისი სახელით, მაგრამ საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით.…
…ქონება (მიწის, სადაც განახორციელებდა სამშენებლო საქმიანობას შეძენა ან/და ფლობა), ამიტომ კომპანიაზე უნდა განხორციელდეს ჯარიმის დარიცხვა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით და ამავე დროს, უგულვებელყოფს სამოქალაქო კოდექსის 724, 725, 726, 727, 728 და 729 მუხლების არსებობას. აღნიშნული საკითხი დამატებითი არის შესასწავლი, ვინაიდან გაწეული ხარჯების ოდენობის დასადგენად ხუთი აუცილებელი ექსპერტიზის…