გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080-100170020-6878
საქმე № 3/980-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი - ნინო გიორგაძე, ანა გაბრიჭიძე
მოსარჩელე - თ------ ა-----ე
წარმომადგენელი - ზ--------–------ე
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო
წარმომადგენელი - ე-----–------------ე
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - მ------- გ-–--ე
მესამე პირი (ასკ-ის 16.2-ე მუხლი) - შპს ,,ნ----------------–ი’’
წარმომადგენელი - ზ--------–------ე
მესამე პირი (ასკ-ის 16.2-ე მუხლი) - შპს ,,კ----------------–ო’’
წარმომადგენელი - ზ--------–------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 მაისის N345 წინასწარი გადაწყვეტილება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის N15888 ბრძანება.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 1- ივლისის გადაწყვეტილება.
1.4. დაევალოს მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს გამოსცეს წინასწარი გადაწყვეტილება ფ/პ თ------ ა-----ის 2017 წლის 1 მარტის მოთხოვნის თაობაზე: 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის, მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიეცეს თ------ ა-----ეს აქტივების ღირებულების სრულად გამოქვითვის უფლება, დაკავშირებული ქ. ქუთაისში, თ----- მ---ის ქ. N1--ში არსებული შენობის აშენებასთან და კეთილმოწყობასთან; 2. ქ. ქუთაისში, თ----- მ---ის ქ. N1--ში არსებულ შენობასთან დაკავშირებული აქტივების ღირებულების სრულად გამოქვითვის შედეგად მიღებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების უფლების მინიჭება მინდობილ მესაკუთრეზე, შპს ,,კ----------------–ოზე’’, რომელიც თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 724-729 მუხლებისა, მესამე პირებთან ურთიერთობაში სარგებლობს მესაკუთრის უფლებით.
სარჩელის თანახმად, 2006 წლის 1 აგვისტოს ფ/პ თ------ ა-----ემ შეიძინა ქ. ქუთაისში, თ----- მ---ის ქ. N1--ში ყოფილი კ/თ---------------------–--’’ საერთო ფართით 3000 კვ.მ.. 2012 წლის 17 თებერვალს ფ/პ თ------ ა-----ის მიერ გაწეული სამშენებლო და კეთილმოწყობითი სამუშაოთა გაწევის შემდგომ, შენობა მიღებული იქნა ექსპლოატაციაში, რომლის საბოლოო ფართმა შეადგინა 13 355 კვ.მ.. აღნიშნულ მშენებლობაზე ფ/პ თ------ ა-----ის მიერ გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 18,2 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
2015 წლის 23 ივლისს, უცხოური ინვესტიციის მიზიდვის მიზნით და უცხოელი ინვესტორის მოთხოვნით, ფ/პ თ------ ა-----ემ შეიცვალა იურიდიული სტატუსი და შენობის მიმდებარე ქ. ქუთაისში, თ----- მ---ის ქ. N1--ში მესაკუთრე გახდა, ბრიტანეთს ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული შპს ,,ნ----------------– პ----------ი’’, რომლის ქონების ერთადერთი განმკარგავი არის თ------ ა-----ე, რომლის მიერაც იყო აშენებული აღნიშნული შენობა.
2016 წლის 13 ივნისს, ქ. ქუთაისში, თ----- მ---ის ქ. N1--ში არსებული შენობა, საკუთრების მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 724-ე729-ე მუხლები) მართვაში გადაეცა მინდობილ მესაკუთრეს, საქართველოს რეგისტრირებულ შპს ,,კ----------------–ოს’’.
2015 წლის 23 აგვისტოს, ფ/პ თ------ ა-----ემ მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით, რომლითაც მოითხოვა კუთვნილი რიგი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება, კერძოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივის ღირებულების სრულად გამოქვითვა და ამ გამოქვითვის შედეგად წარმოქმნილი საგადასახადო შეღავათებით მინდობილი მესაკუთრის მიერ სარგებლობის უფლების მინიჭება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 11 მაისის N345 წინასწარი გადაწყვეტილებით, 2017 წლის 13 ივნისის N1588 სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით და 2017 წლის 1- ივლისის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით თ------ ა-----ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
2. მოპასუხების პოზიცია:
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და უსაფუძვლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელისა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი, უსაფუძვლობის გამო.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილია, რომ 2006 წლის 1 აგვისტოს სს ,,ქ--------–------–-ს’’ და თ------ ა-----ეს შორის გაფორმდა გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის სანოტარო აქტი, რომლის თანახმად, ნასყიდობის საგანი არის: უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობითურთ, რომლის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა: ქუთაისი, კოდი - 0-; სექტორი: ს--------, კოდი: 0-; კვარტალი N01, ნაკვეთის N4--. ფართობი: 4350 კვ.მ. (დაუზუსტებელი); მისამართი: თ----- მ---ის ქ. N1-; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; უფლება - საკუთრება; შენობა-ნაგებობა: კ-------------------------–-- არასაცხოვრებელი ფართით 3020,93 კვ.მ. ნასყიდობის საგანი გაიყიდა - 355000 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის სანოტარო აქტი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 22-31).
3.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად დადგენილია, რომ 2015 წლის 29 იანვრის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, თ----- მ---ის ქ. N1--ში მდებარე დაზუსტებული ფართობი: 4297,00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1-12254 კვ.მ. ს/კ N0-----------, საკუთრების უფლებით ირიცხება თ------ ა-----ის სახელზე.
თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 17 თებერვლის N178 ბრძანებით დადგენილია, რომ ვარგისად იქნა აღიარებული ქ. ქუთაისში, თ----- მ---ის ქ. N1--ში მდებარე თ------ ა-----ის კუთვნილი (ყოფილი კინოთ---------------------–--’’) შენობის რეკონსტრუქცია საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზის მიხედვით.
თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 ივლისის N231 ბრძანებით დადგენილია, რომ შეტანილი იქნა ცვლილება ,,ქალაქ ქუთაისში, თ----- მ---ის ქუჩის N1--ში მდებარე, მოქალაქე თ------ ა-----ის კუთვნილი (ყოფილი კინოთ---------------------–--) შენობის რეკონსტრუქციის ვარგისად აღიარების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 თებერვლის ივლისის N178 ბრძანებაში და პირველი მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. ვარგისად იქნეს აღიარებული ქ. ქუთაისში, თ----- მ---ის ქ. N1--ში მდებარე, მოქალაქე თ------ ა-----ის კუთვნილი (ყოფილი კინოთ---------------------–--’’) შენობის რეკონსტრუქცია ახლად წარმოდგენილი საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზების მიხედვით“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 32).
- 17.02.2012 წლის N178 ბრძანება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 33).
- 22.07.2015 წლის N231 ბრძანება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 35-36).
3.3. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად დადგენილია, რომ 2015 წლის 23 ივლისის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, თ----- მ---ის ქ. N1--ში მდებარე დაზუსტებული ფართობი: 4297,00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1-12254 კვ.მ. ს/კ N0-----------, საკუთრების უფლებით ირიცხება შპს ,,ნ----------------– პ----------ის’’ სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 37-41).
3.4. შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 0- აგვისტოს N224 წინასწარი გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ არარეზიდენტმა ფ/პ თ------ ა-----ემ 2015 წლის 16 აპრილს მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს შემდეგი კითხვებით: 1. ფიზიკური პირის პირადი აქტივის, შენობის, ოფშორულ ქვეყანაში რეგისტრირებული არარეზიდენტი საწარმოს კაპიტალში შეტანის ოპერაციის განხორციელებამდე ან განხორციელებისას, ჩაითვლება თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით დასაბეგრ ოპერაციად; 2. ფიზიკური პირის პირადი აქტივის, შენობის, ოფშორულ ქვეყანაში რეგისტრირებული არარეზიდენტი საწარმოს კაპიტალში შეტანის ოპერაციის განხორციელებისას რა საგადასახადო ვალდებულებები დაეკისრება და როგორ უნდა მოხდეს საგადასახადო ანგარიშგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე; 3. რა საგადასახადო ვალდებულებები წარმოეშობა ფიზიკურ პირს ასევე არარეზიდენტ საწარმოს, რომლის კაპიტალშიც შეაქვს ფიზიკურ პირს პირადი აქტივი (შენობა), ამავე აქტივის გამოტანის შემთხვევაში.
2015 წლის 0- აგვისტოს სსიპ შემოსავლების სამსახურის N224 წინასწარი გადაწყვეტილების თანახმად, ფ/პ თ------ ა-----ის N1 კითხვასთან დაკავშირებით განიმარტა, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირის თ------ ა-----ის მიერ ყოფილი „კ-------------------------–--ს“ მშენებარე შენობის არარეზიდენტი კომპანიის საწესდებო კაპიტალში შეტანის ოპერაცია არ იქნება განხილული, როგორც ამ შენობის ძირითად საშუალებად გამოიყენება და არ ჩაითვლება საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიჩნეული იქნა, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირის თ------ ა-----ის მიერ არარეზიდენტი საწარმოს კაპიტალში შესატანის სახით მის საკუთრებაში არსებული აქტივის (შენობის) მიწოდება წარმოადგენს ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლებულ ოპერაციას. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ზემოხსენებული ნორმის გათვალისწინებით, აქტივების მიმღებ არარეზიდენტ საწარმოს შესაბამის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, კაპიტალში შეტანილ შენობაზე ეთვლება, რომ მიიღო ჩათვლა.
ფ/პ თ------ ა-----ის N2 კითხვასთან დაკავშირებით განიმარტა, რომ ფ/პ თ------ ა-----ის მიერ, მის საკუთრებაში არსებული შენობის არარეზიდენტი კომპანიის კაპიტალში შეტანა 50 %-ის აქციების ღირებულების სანაცვლოდ არ წარმოადგენს აქტივების მიწოდებას. ამდენად, ფ/პ თ------ ა-----ეს აღნიშნული ოპერაციის განხორციელებით არ წარმოიშობა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტები.
ასევე, ვინაიდან არარეზიდენტი ფიზიკური პირის თ------ ა-----ის მიერ ხდება ქ. ქუთაისში მდებარე ყოფილი „კ-------------------------–--ს“ შენობის არარეზიდენტი საწარმოს კაპიტალში შეტანა, აღნიშნულ შენობის მესაკუთრე გახდება არარეზიდენტი კომპანია, რის შემდეგაც არარეზიდენტ ფიზიკურ პირს თ------ ა-----ეს მოცემულ ქონებასთან მიმართებით არ მოუწევს ქონების გადასახადის გადახდა.
ფ/პ თ------ ა-----ის N3 კითხვასთან დაკავშირებით განიმარტა, რომ მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან შეუძლებელია იმის განსაზღვრა თუ როდის მოხდება არარეზიდენტი ფიზიკური პირის თ------ ა-----ის მიერ არარეზიდენტი საწარმოს კაპიტალში შეტანილი ქონების („კ-------------------------–--ს“ მშენებარე შენობა) უკან გამოიტანა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ თ------ ა-----ის მიერ არარეზიდენტი საწარმოს კაპიტალში შეტანილი ქონების უკან გამოტანა მოხდება მისი კაპიტალში შეტანიდან 2 წლის შემდეგ, აღნიშნულ ოპერაციაზე გავრცელდება საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.
ვინაიდან მოცემული წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნა N3 კითხვაში დასმული მეორე კითხვაზე, კერძოდ, თუ რა საგადასახადო ვალდებულებების წარმოეშობა არარეზიდენტ ფიზიკურ პირს თ------ ა-----ის მიერ მისი პირადი აქტივის (შენობის), არარეზიდენტი საწარმოს კაპიტალში შეტანის შემდეგ მისი უკან გამოტანის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს წინასწარი გადაწყვეტილება არარეზიდენტი საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 0- აგვისტოს N224 წინასწარი გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 47-57).
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ შპს ,,კ----------------–ო’’ რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად 2016 წლის 10 ივნისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 272-274).
3.5. დადგენილია, რომ 2016 წლის 10 ივნისს შპს ,,ნ----------------–ს’’ (დირექტორი თ------ ა-----ე) და მეორე მხრივ შპს ,,კ----------------–ოს’’ შორის დაიდო საკუთრების მინდობის ხელშეკრულება.
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შპს ,,ნ----------------–ის’’ კუთვნილი უძრავი ქონების მდებარე ქ. ქუთაისში, თ----- მ---ის ქ. N1--ში, ს/კ 0-----------. მინდობილი მესაკუთრის შპს ,,კ----------------–ოს’’ მიერ მართვა.
ხელშეკრულების თანახმად, საკუთრების მინდობის უფლება მოვალეობანია: საკუთრების მიმნდობი შპს ,,ნ----------------–ი’’ მართვაში გადასცემს მინდობილ მესაკუთრეს შპს ,,კ----------------–ოს’’ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. ქუთაისი, თ----- მ---ის ქ. N1--ში საკუთრების მიმნდობი უზრუნველყოფს ხარჯებს დაკავშირებულს მინდობილ საკუთრებასთან. საკუთრების მიმნდობის საკუთრებას წარმოადგენს ქონების ყველა ნაყოფი. საკუთრების მიმნდობს აქვს უფლება ვადამდე ადრე მოშალოს ხელშეკრულება, მინდობილი მესაკუთრის მიერ ქონების არასათანადო მართვის შემთხვევაში.
მინდობილი მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი: მინდობილი მესაკუთრე ვალდებულია მართოს მინდობილი საკუთრება თავისი სახელით. მინდობილი მესაკუთრე მესამე პირებთან ურთიერთობაში სარგებლობს მესაკუთრის უფლებებით. მინდობილი მესაკუთრე მინდობილი საკუთრების მართვისას იჩენს იგივე გულისხმიერებას, როგორც საკუთარი საქმეების მართვისას გამოიჩენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მინდობილი მესაკუთრე ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. მინდობილი მესაკუთრე აყალიბებს მინდობილი საკუთრების მართვისთვის აუცილებელ მუშაკთა შტატს და პასუხს აგებს მათი მუშაობის შედეგებზე. მინდობილი მესაკუთრეს შეუძლია მინდობილი საკუთრების მართვისას მხოლოდ იჯარით გაცეს აღნიშნული ქონების ფართი. სხვა სახის სამეწარმეო საქმიანობისას მას ჭირდება მიმნდობი მესაკუთრის წერილობითი ნებართვა.
დადგენილია, რომ 2017 წლის 1 იანვარს შევიდა ცვლილება საკუთრების მინდობის ხელშეკრულებაში.
ხელშეკრულების 1.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შპს ,,ნ-------------– პ----------’’-ის კუთვნილი უძრავი ქონების 13 356,40 კვ.მ. მდებარე ქ. ქუთაისში, თ----- მ---ის ქ. N1--ში ს/კ 0-----------, მინდობილი მესაკუთრის შპს ,,კ----------------–ოს’’ მიერ მართვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკუთრების მინდობის ხელშეკრულება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 275-280).
- საკუთრების მინდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 281).
3.6. დადგენილია, რომ 2017 წლის 1 მარტს ფ/პ თ------ ა-----ემ მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს შემდეგი კითხვებით: 1. ქ. ქუთაისში, თ----- მ---ის ქ. N1--ში მდებარე საბავშვო ცენტრის ინვესტიციაზე გაწეული ხარჯების - 18,2 მილიონი აშშ დოლარის (დღგ-ის ჩათვლით) ფ/პ თ------ ა-----ეზე დასაბრუნებლად შეიძლება თუ არა გამოყენებული იქნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი, რათა გავრცელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის რეგულაცია და სრულად გამოქვითოს აქტივის ღირებულება. 2. შესაძლებელია თუ არა, რომ რეგისტრირებულმა კომპანიამ, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 724-729 მუხლების თანახმად, არის ქ. ქუთაისში, თ----- მ---ის ქ. N1--ში მდებარე შენობის მინდობილი მესაკუთრე, მიიღოს ჩათვლა გაწეული ინვესტიციის - 18,2 მილიონი აშშ დოლარი (დღგ-ის ჩათვლით), ფ/პ თ------ ა-----ის მაგიერ და მასზე დაბეგვრის გარეშე დასაბრუნებლად.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 მაისის N345 წინასწარი გადაწყვეტილების თანახმად, ფ/პ თ------ ა-----ის N1 კითხვასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ საქმეზე არსებულ ფაქტობრივ გარემოებების თანახმად, ფ/პ თ------ ა-----ემ შეიძინა ქ. ქუთაისში, თ----- მ---ის ქუჩა №1--ში მდებარე უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა). შენობის შეძენის, რეკონსტრუქციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები სრულად დაფინანსებული იყო ფ/პ თ------ ა-----ის მიერ. შემდგომში, დამატებითი ინვესტიციის მოზიდვისა და ინვესტორის მიერ დათქმული პირობის შესრულების მიზნით, აღნიშნული ქონება შეტანილ იქნა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანიის კაპიტალში, რომლის გენერალური დირექტორი არის ფ/პ თ------ ა-----ე.
ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანიის მიერ შენობა მართვაში გადაეცა მინდობილ მესაკუთრეს - საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს - შპს „კ----------------–ოს“. ამასთან, არც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანია და არც ფ/პ თ------ ა-----ე არ არიან საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად ურთიერთდამოკიდებული პირები შპს „კ----------------–ოს“ მიმართ.
გასათვალისწინებელია, რომ ფ/პ თ------ ა-----ის მიერ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანიის კაპიტალში განსახილველი უძრავი ქონების შენატანის სახით შეტანის ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ 2015 წლის 3 აგვისტოს N224 წინასწარი გადაწყვეტილებით. აღნიშნული წინასწარი გადაწყვეტილებით შესაფასებელი სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი არ დამდგარა და ოპერაცია შეფასებულ იქნა, როგორც საწარმოს კაპიტალში განხორციელებული შენატანი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, ჩაითვლება, რომ ფ/პ თ------ ა-----ის მიერ ზემოაღნიშნული შენობა-ნაგებობა შეტანილ იქნა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანიის კაპიტალში, ამ კომპანიაში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ, რაც საგადასახადო კოდექსის V კარის მიზნებისათვის, არ ითვლება ქონების (საქონლის) მიწოდებად, ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
ამდენად, საბჭომ მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისში, თ----- მ---ის N1--ში მდებარე ქონების შეძენასთან, რეკონსტრუქციასა და კეთილმოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯი, საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ დაექვემდებარება ფ/პ თ------ ა-----ის მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას, რამდენადაც აღნიშნული ქონების ფ/პ თ------ ა-----ის მიერ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანიის კაპიტალში შეტანა, საგადასახადო კოდექსის V კარის მიზნებისათვის, არ ითვლება ქონების (საქონლის) მიწოდებად.
საბჭომ ასევე აღინიშნა, რომ ფ/პ თ------ ა-----ის მიმართვის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული 2015 წლის 3 აგვისტოს №224 წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად, არ იკვეთებოდა განსახილველი სამეურნეო ოპერაციის - ქონების საწარმოს კაპიტალში შეტანის - ფორმის მის შინაარსთან შეუსაბამობა. ასევე, წინამდებარე წინასწარი გადაწყვეტილების II ნაწილში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებიდანაც არ იკვეთება მოცემული ოპერაციის მიმართ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლების გამოყენების საფუძველი.
დავების განხილვის საბჭომ საგადასახადო კოდექსის 72-ე და 73.5-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან იკვეთება, რომ ფ/პ თ------ ა-----ის მიერ ზემოაღნიშნული ხარჯის გაწევის მხოლოდ ნაწილის დადასტურება შესაძლებელია დოკუმენტურად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ფ/პ „თ------ ა-----ეს“ არ გააჩნია ფაქტობრივ გარემოებებში მოცემული ხარჯის გამოქვითვის უფლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი გაწევა დოკუმენტურად იქნება დადასტურებული, რამდენადაც შესაბამისი ქონება ფ/პ თ------ ა-----ის მიერ შეტანილი იქნა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანიის კაპიტალში, რაც საგადასახადო კოდექსის V კარის მიზნებისათვის, არ ითვლება ქონების (საქონლის) მიწოდებად.
დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვასთან დაკავშირებით, დავების განმხილველმა საბჭომ აღნიშნა, რომ აღნიშნულს ზღუდავს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის გამოქვითვა შეუძლებელია ექსპერტის ან/და აუდიტის დასკვნის საფუძველზე, რამდენადაც ასეთი დასკვნით განისაზღვრება შენობის აშენებაზე გაწეული ხარჯების ოდენობა და შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რომ აღნიშნული ხარჯი გაწეულია უშუალოდ ფ/პ თ------ ა-----ის მიერ. შესაბამისად, საბჭო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ექსპერტის ან/და აუდიტის დასკვნა ვერ იქნება გამოყენებული საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების და ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯის გამოქვითვის საფუძვლად.
N2 კითხვასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვი საბჭომ მიუთითა საქმეზე არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ საგადასახადო კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ფიზიკური პირის მიერ ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯის გამოქვითვის უფლების სხვა პირისათვის გადაცემის შესაძლებლობა. ასევე, ფ/პ თ------ ა-----ეს არ გააჩნია ფაქტობრივ გარემოებებში აღწერილი ხარჯის გამოქვითვის უფლება. შესაბამისად, ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემის საკითხიც არ დგება.
საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ 2016 წლის 16 მაისის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით (5092-IIს) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIII თავში შევიდა არსებითი ცვლილებები, რის შედეგადაც 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში, საწარმოს მოგების გადასახადით დასაბეგრი ობიექტის განსაზღვრისას, მხედველობაში აღარ მიიღება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მიხედვით გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოთხოვნა წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის თაობაზე (იხ. ტომი 1, ს.ფ . 283-294)
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 მაისის N345 წინასწარი გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 1--21).
3.7. დადგენილია, რომ ფ/პ თ------ ა-----ემ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და ითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 მაისის N345 წინასწარი გადაწყვეტილების გაუქმება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის N15888 ბრძანებით ფ/პ თ------ ა-----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 მაისის N345 წინასწარი გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჩივარი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 247-258).
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის N15888 ბრძანება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 74-78).
3.8. დადგენილია, რომ ფ/პ თ------ ა-----ემ საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 11 მაისის სსიპ შემოსავლების სამსახურის N345 წინასწარი გადაწყვეტილების და სსიპ შემოსავლების 2017 წლის 13 ივნისის N15888 ბრძანების გაუქმების მოთხოვნით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 1- ივლისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჩივარი (იხ. ტომი 1, ს.ფ 199-221)
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 1- ივლისის გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 59-75).
3.9. დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ივნისის N01-04/25 ბრძანებით ფ/პ თ------ ა-----ის N685956 წერილში დასმული საკითხთან დაკავშირებით წერილობითი პოზიციის გაცემის მიზნით სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა კომისია.
კომისიის აზრით, საკითხის გაანალიზებისას მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს შემდეგ ორ გარემოებაზე: 1. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული წინასწარი გადაწყვეტილების თანახმად, ფ/პ თ------ ა-----ის მხრიდან, კომპანია ,,ნ----------------–ის’’ საწესდებო კაპიტალში ქონების შეტანა დროებითი ღონისძიება იყო და ინვესტიციის უკან დაბრუნებისთანავე მოხდებოდა ქონების ფიზიკურ პირზე დაბრუნება. 2. სსკ-ის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის დათქმა ხარჯების სრულად გამოქვითვასთან დაკავშირებით (გარდა საწესდებო კაპიტალში შეტანისა) გულისხმობს, რომ ხარჯი ვინც გასწია, მას უნდა ჰქონდეს გამოქვითვის შესაძლებლობას.
კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია გააკეთოს მხოლოდ შინაარსობრივი განმარტება წერილში დასმულ კითხვასთან დაკავშირებით. კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოს მხრიდან ძირითადი საშუალებების გამოქვითვა სრულად შესაძლებელია ექსპლოატაციაში მიღების წელს, გარდა საწარმოს კაპიტალში შეტანილი აქტივისა. ბუნებრივია აღნიშნული ნორმის პირდაპირი გამოყენება (აღქმა) არ იძლევა შესაძლებლობას სრულად გამოიქვითოს აქტივის ღირებულება მინდობილი მესაკუთრის შემოსავლიდან, თუმცა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი აზუსტებს, რომ ,,საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარს’’.
ოპერაციის ფორმა ნამდვილად არის აქტივის საწესდებო კაპიტალში შეტანა, თუმცა შინაარსობრივად, ქონების მესაკუთრე და საწარმოს მესაკუთრე ერთი და იგივე პირი თ------ ა-----ეა. აღნიშნული მსჯელობის და არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიის პოზიციაა, რომ ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, შესაძლებელია 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ნორმა გამოყენებული იქნა ფ/პ თ------ ა-----ის მიმართ, რათა გავრცელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის რეგულაცია და სრულად გამოიქვითოს აქტივის ღირებულება.
რაც შეეხება აქტივის გამოქვითვას, მინდობილი მესაკუთრის მიერ მიღებული შემოსავლიდან, გასათვალისწინებელია, რომ თ------ ა-----ე ქონების მართვის მიზნით იყენებს საქართველოს რეზიდენტ მინდობილ პირს, რომელსაც არსებული კანონმდებლობით გააჩნია მესაკუთრის ყველა მართვის პროცესში. ბუნებრივია, სამოქალაქო კოდექსის 724-729 მუხლების რეგულაციების გათვალისწინებით, შესაძლებელია კომისიის მიერ ჩამოყალიბებული პოზიცია (აქტივის გამოქვითვასთან დაკავშირებით) გავრცელდეს მინდობილ მესაკუთრეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 12 ივნისის N01-04/25 ბრძანება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 135)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოცემულ შემთხვევაში სადავოა ის გარემოება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად, აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობისა და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წინამდებარე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე თ------ ა-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 მაისის N345 წინასწარი გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის N15888 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 1- ივლისის გადაწყვეტილება N4288/2/2017 საჩივარზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში. მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს, მის მიერ წარდგენილი წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნის შესაბამისად სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
6.2. (სადავო აქტების დროს მოქმედი რედაქციით) საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახური პირის მიმართვის საფუძველზე უფლებამოსილია გამოსცეს წინასწარი გადაწყვეტილება განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, წინასწარი გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომლის მიმართაც ის იქნა გამოცემული. ამასთანავე, წინასწარ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
ამდენად, წინასწარი გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის კანონიერი ინტერესების დაცვისა და რეალიზაციის მნიშვნელოვანი გარანტია. გადასახადის გადამხდელს შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, შეუძლია, მოითხოვოს წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა, რათა ზუსტად განსაზღვროს კონკრეტულ შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშგების წესები ან შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება, რაც ამცირებს საგადასახადო სანქციის დარიცხვის რისკებსაც. შესაბამისად, ვინაიდან წინასწარი გადაწყვეტილება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია, ამიტომ ის ერთჯერადია და განკუთვნილია მხოლოდ კონკრეტული გადამხდელისათვის, მისი გამოცემაც უნდა მოხდეს საგადასახადო კოდექსის წინამდებარე მუხლის, საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” ინსტრუქციის მე-19 და მე-20 მუხლების, ასევე – ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების შესაბამისად.
ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირი მოქმედებს წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის ან/და სანქციის დარიცხვა. საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული წინასწარი გადაწყვეტილება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს კანონმდებლობასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებას განსაზღვრავს სწორედ მითითებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
დადგენილია, რომ 2017 წლის 1 მარტს ფ/პ თ------ ა-----ემ მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს შემდეგი კითხვებით: 1. ქ. ქუთაისში, თ----- მ---ის ქ. N1--ში მდებარე საბავშვო ცენტრის ინვესტიციაზე გაწეული ხარჯების - 18,2 მილიონი აშშ დოლარის (დღგ-ის ჩათვლით) ფ/პ თ------ ა-----ეზე დასაბრუნებლად შეიძლება თუ არა გამოყენებული იქნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი, რათა გავრცელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის რეგულაცია და სრულად გამოქვითოს აქტივის ღირებულება. 2. შესაძლებელია თუ არა, რომ რეგისტრირებულმა კომპანიამ, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 724-729 მუხლების თანახმად, არის ქ. ქუთაისში, თ----- მ---ის ქ. N1--ში მდებარე შენობის მინდობილი მესაკუთრე, მიიღოს ჩათვლა გაწეული ინვესტიციის - 18,2 მილიონი აშშ დოლარი (დღგ-ის ჩათვლით), ფ/პ თ------ ა-----ის მაგიერ და მასზე დაბეგვრის გარეშე დასაბრუნებლად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის თანახმად, ძირითადი საშუალებების მიმართ, გარდა საწარმოს კაპიტალში შეტანილისა, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სრულად გამოქვითოს ამ აქტივების ღირებულება იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
სსკ-ის 106-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება იმ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, რომელიც მოგების გადასახადის მიზნებისათვის არ ითვლება მიწოდებად. ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ პირის მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების გადაცემა (დავალიანებით ან მის გარეშე) არ არის აქტივების მიწოდება.
სასამართლო იზიარებს მოპასუხეების მითითებას საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლზე, რომელშიც მოცემულია ცალკეულ შემთხვევებში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მარეგულირებელი ნორმები. ამ მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ ხსენებული უფლების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ იკვეთება, რომ შესაფასებელი სამეურნეო ოპერაციის ფორმა შეუსაბამობაშია მის შინაარსთან. რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ მითითებულ ნორმაში საუბარია ბათილ გარიგებებზე, მათ შორის, მოჩვენებითსა და თვალთმაქცურზე (სკ-ის 56-ე მუხლი) და არა მართლზომიერ გარიგებებზე, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას.
საქმეზე არსებულ ფაქტობრივ გარემოებების თანახმად, ფ/პ თ------ ა-----ემ შეიძინა ქ. ქუთაისში, თ----- მ---ის ქუჩა №1--ში მდებარე უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა). შენობის შეძენის, რეკონსტრუქციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები სრულად დაფინანსებული იყო ფ/პ თ------ ა-----ის მიერ. შემდგომში, დამატებითი ინვესტიციის მოზიდვისა და ინვესტორის მიერ დათქმული პირობის შესრულების მიზნით, აღნიშნული ქონება შეტანილ იქნა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანიის კაპიტალში, რომლის გენერალური დირექტორი არის ფ/პ თ------ ა-----ე.
ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანიის მიერ შენობა მართვაში გადაეცა მინდობილ მესაკუთრეს - საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს - შპს „კ----------------–ოს“. ამასთან, არც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანია და არც ფ/პ თ------ ა-----ე არ არიან საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად ურთიერთდამოკიდებული პირები შპს „კ----------------–ოს“ მიმართ.
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ფ/პ თ------ ა-----ის მიერ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანიის კაპიტალში განსახილველი უძრავი ქონების შენატანის სახით შეტანის ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ 2015 წლის 3 აგვისტოს N224 წინასწარი გადაწყვეტილებით. აღნიშნული წინასწარი გადაწყვეტილებით შესაფასებელი სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი არ დამდგარა და ოპერაცია შეფასებულ იქნა, როგორც საწარმოს კაპიტალში განხორციელებული შენატანი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარეების პოზიციას, რომ გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, ჩაითვლება, რომ ფ/პ თ------ ა-----ის მიერ ზემოაღნიშნული შენობა-ნაგებობა შეტანილ იქნა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანიის კაპიტალში, ამ კომპანიაში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ, რაც საგადასახადო კოდექსის V კარის მიზნებისათვის, არ ითვლება ქონების (საქონლის) მიწოდებად, ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
ამდენად, ქ. ქუთაისში, თ----- მ---ის N1--ში მდებარე ქონების შეძენასთან, რეკონსტრუქციასა და კეთილმოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯი, საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ დაექვემდებარება ფ/პ თ------ ა-----ის მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას, რამდენადაც აღნიშნული ქონების ფ/პ თ------ ა-----ის მიერ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანიის კაპიტალში შეტანა, საგადასახადო კოდექსის V კარის მიზნებისათვის, არ ითვლება ქონების (საქონლის) მიწოდებად.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, პირი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს იმ კალენდარული წლის დასრულებიდან არანაკლებ 3 წლის განმავლობაში, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი.
შესაბამისად, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს პირველადი საგადასახადო (წერილობითი, მატერიალური ან ელექტრონული) დოკუმენტი და ამ დოკუმენტის მეშვეობით არის შესაძლებელი ხარჯის გაწევის ფაქტის დადასტურება ანუ, დოკუმენტით უნდა ირკვეოდეს, თუ რისი მიწოდება განხორციელდა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან იკვეთება, რომ ფ/პ თ------ ა-----ის მიერ ზემოაღნიშნული ხარჯის გაწევის მხოლოდ ნაწილის დადასტურება შესაძლებელია დოკუმენტურად.
ამდენად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ფ/პ „თ------ ა-----ეს“ არ გააჩნია ფაქტობრივ გარემოებებში მოცემული ხარჯის გამოქვითვის უფლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი გაწევა დოკუმენტურად იქნება დადასტურებული, რამდენადაც შესაბამისი ქონება ფ/პ თ------ ა-----ის მიერ შეტანილი იქნა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანიის კაპიტალში, რაც საგადასახადო კოდექსის V კარის მიზნებისათვის, არ ითვლება ქონების (საქონლის) მიწოდებად.
საგადასახადო კოდექსის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
სასამართლო მითითებულ ნორმაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ ითვალისწინებს. აღნიშნულთან მიმართებაში სასამართლო ასევე ეთანხმება მოპასუხეების პოზიციას, რომ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის გამოქვითვა შეუძლებელია ექსპერტის ან/და აუდიტის დასკვნის საფუძველზე, რადგან აღნიშნული დოკუმენტით შეუძლებელია იმის დადგენა რომ ხარჯი უშუალოდ ფ/პ თ------ ა-----ემ გაწია. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე ექსპერტის ან/და აუდიტის დასკვნა ვერ იქნება გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების და ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯის გამოქვითვის საფუძვლად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს მოსარჩელე ფ/პ თ------ ა-----ის და მისი წარმომადგენლის პოზიციას, რომლის თანახმად, ვინაიდან მინდობილი მესაკუთრე მართავს მინდობილ საკუთრებას საკუთრების მიმნდობის ხარჯით, ამასთან, ვინაიდან მინდობილი მესაკუთრე სარგებლობს მესამე პირებთან ურთიერთობისას მესაკუთრის უფლებამოსილებით, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთანაც, მინდობილ მესაკუთრეს უნდა მიეცეს უფლება ისარგებლოს იმ ფინანსური შეღავათებით, რომლებიც წარმოეშობა საკუთრების მიმნდობს მინდობილ საკუთრებაში გადაცემული შენობის მიმართ.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 724-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით საკუთრების მიმნდობი გადასცემს ქონებას მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც იღებს და მართავს მას საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად. ამავე კოდექსის 725-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მინდობილი მესაკუთრე მოვალეა მართოს მინდობილი საკუთრება თავისი სახელით, მაგრამ საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მინდობილი მესაკუთრე მესამე პირებთან ურთიერთობაში სარგებლობს მესაკუთრის უფლებამოსილებით. თუ მინდობილი მესაკუთრე, საკუთრების მიმნდობის ინტერესების საწინააღმდეგოდ, არ იჩენს ისეთ გულისხმიერებას, როგორიც მას საკუთარი საქმეების მიმართ უნდა გამოეჩინა, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ამ მოქმედებით გამოწვეული ზიანი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ფიზიკური პირის მიერ ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯის გამოქვითვის უფლების სხვა პირისათვის გადაცემის შესაძლებლობა. ხოლო, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ფ/პ თ------ ა-----ეს არ გააჩნია ხარჯის გამოქვითვის უფლება შესაბამისად, ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემის უფლებაც არ არსებობს.
სასამართლო ასევე მიუთითებს 2016 წლის 16 მაისის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით (5092-IIს) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIII თავში განხორციელებულ ცვლილებაზე, რომლის თანახმად, 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში, საწარმოს მოგების გადასახადით დასაბეგრი ობიექტის განსაზღვრისას, მხედველობაში აღარ მიიღება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მიხედვით გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა.
ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 მაისის N345 წინასწარი გადაწყვეტილება დასაბუთებულია და მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
რაც შეეხება სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით - სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის N15888 ბრძანებით განმცხადებელს უარი ეთქვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 მაისის N345 წინასწარი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, რაც საჩივრის ფარგლებში განხილვის შედეგად ასევე, არ იქნა დაკმაყოფილებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 1- ივლისის გადაწყვეტილებით. სასამართლოს მოსაზრებით სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამ კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის პირობებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამდენად, სასამართლო, წინამდებარე საქმეზე მტკიცების საგნის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს მხარეთა მიერ სარჩელისა თუ შესაგებლის დასაბუთებისათვის მითითებული ფაქტებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ გაართვა თავი თავისი წილი მტკიცების ტვირთს. მოდავე მხარეთა მტკიცების ტვირთი ასევე მოცმეულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივ- სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა და სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებში გამოთქმულ მოსაზრებებს დავის საგანთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ამრიგად, მოსარჩელე თ------ ა-----ის სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. უცვლელად უნდა დარჩეს 2017 წლის 11 მაისის N345 წინასწარი გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 13 ივნისის N15888 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 1- ივლისის გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, ვინაიდან სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეებს არ დაეკისრებათ მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. თ------ ა-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 1- დღის ვადაში.
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი